NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“სასამართლოს განჩინებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რომელიც საქმეს ერთვის”

“სასამართლოს განჩინებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რომელიც საქმეს ერთვის”

05 სექ 2020 საზოგადოება 231 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გენერალური პროკურატურის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნული მასალა დაცვის მხარეს გადაეცა.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, მტკიცებულების სახით ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს ერთვის. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა დაცვის მხარეს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

არსებული ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, უკვე გადაეცათ ადვოკატებს: თეიმურაზ მაისურაძეს, ვასილ მამულაშვილს, ზურაბ ნადირაშვილს, გიორგი გელხაურს და მევლუდ ჩოფლიანს.

კომენტარები

TOP გიორგი შაქარაშვილი პროკურატურა 2020-09-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი შაქარაშვილი პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

bpn: 3 ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

შემდეგი სტატია

“რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ, ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს”

მსგავსი სტატიები

ბექა ნაცვლიშვილი: გაფიცულების მხრიდან არის მზაობა მოლაპარაკებისთვის

ბექა ნაცვლიშვილი: გაფიცულების მხრიდან არის მზაობა მოლაპარაკებისთვის

04 ივნ 2018

დევნილებს საახალწლო საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს

13 დეკ 2017

ახმეტის რაიონში სატვირთო მანქანა ხევში გადავრდა

30 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

    თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge