NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს

მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს

04 სექ 2020 პოლიტიკა 176 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ საქართველოში, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს არსებული და ყოფილი ლიდერებისთვის ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაბარებას.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს სხვა მომავალი აქვს და ეს მომავალი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს ვინმე კონკრეტული ადამიანების „ხუშტურებთან და დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან“.

„ლელო“ არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს არსებული და ყოფილი ლიდერისთვის ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაბარებას, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ ამ ქვეყნისთვის ემსახურათ, გაეკეთებინათ რაც შეეძლოთ; სამწუხაროდ, გაეფუჭებინათ ის, რისი გაფუჭებაც შეეძლოთ, ამიტომ ქვეყანამ წინ უნდა გაიხედოს. ჩვენ „ლელო“ არ ვაპირებთ ძვირფასი დროის კარგვას, ენერგიის კარგვას ამ შესაძლო სცენარებზე.

მე, დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ საქართველოში, მეტი რა გითხრა, ჩამოდი და მიხედე იმ შენს ბედს, მომავალს და გეგმებს. მორჩა, ამით დავასრულე საუბარი. ჩამოვიდეს საქართველოში, თუ უნდა საქართველოში ყოფნა. ივანიშვილს ვეუბნები, წადი საქართველოდან, თუ არ გინდა საქართველოში ყოფნა. ერთად გინდათ სადმე შეხვედრა? შეხვდით, მაგრამ დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, ამ ქვეყანას აქვს სხვა მომავალი და ეს მომავალი არ შეიძლება, იყოს დაკავშირებული ვინმე კონკრეტული ადამიანის ხუშტურებთან, სურვილებთან, დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

2020-09-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

შემდეგი სტატია

როცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე არ არის, თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე და სხვა ობიექტებზე შესაძლოა, გაძლიერდეს

მსგავსი სტატიები

დეკანოზი მამალაძე წარდგება სინოდის წინაშე და ყველაფერზე ექნება სალაპარაკო დრო – ძლივს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა

დეკანოზი მამალაძე წარდგება სინოდის წინაშე და ყველაფერზე ექნება სალაპარაკო დრო – ძლივს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა

ირაკლი შალიკაშვილი 31 ოქტ 2019
“ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ”

“ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ”

ნინო ჩხეიძე 12 ოქტ 2020
„Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს“

„Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს“

12 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge