NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გიორგი გახარია: პირბადე, სოციალური დისტანცია არის აუცილებელი, აქ სახუმარო არაფერი არ არის

გიორგი გახარია: პირბადე, სოციალური დისტანცია არის აუცილებელი, აქ სახუმარო არაფერი არ არის

02 სექ 2020 საზოგადოება 208 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით – მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში. აქ, სრული მობილიზება მართებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, ეპიდემიოლოგებს, განათლების სამინისტროს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ მინიმალური რისკებით. თუმცა, გასაგებია და ყველა ვხედავთ, რომ ეს ზომები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა – პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. ამიტომ, ამაზე გვჭირდება, ძლიერი საინფორმაციო ნაბიჯების გადადგმა და ეს აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე, მოქალაქეებამდე, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, იმისთვის, რომ ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

TOP გიორგი გახარია კორონავირუსი პირბადე 2020-09-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი გახარია კორონავირუსი პირბადე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამირან გამყრელიძე: რადგან ჩვენ გაცილებით უკეთ გამოვიყურებით რეგიონში, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს

შემდეგი სტატია

ნუ გეზარებათ მუშაობა, ძალიან გთხოვთ

მსგავსი სტატიები

ფრიროლები საათში ერთხელ – რატომ უნდა ითამაშოთ პოკერი ევროპაბეთზე

ფრიროლები საათში ერთხელ – რატომ უნდა ითამაშოთ პოკერი ევროპაბეთზე

ირაკლი შალიკაშვილი 23 აპრ 2020
კახა კალაძე: გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო

კახა კალაძე: გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო

26 სექ 2018
CNN: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება

CNN: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებას არ ემორჩილება

ნინო ჩხეიძე 18 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

    ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

  • დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

    დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

  • სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

    სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

  • სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

    სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

  • მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

    მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

  • ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

    ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

  • “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

    “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

  • შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

    შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

  • რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

    რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

  • “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

    “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge