NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ცვლილებების დროა, რომლის ავანგარდში იქნება „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ ინელებთ!

ცვლილებების დროა, რომლის ავანგარდში იქნება „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ ინელებთ!

01 სექ 2020 პოლიტიკა 479 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ამას ვერ ინელებთ და იმიტომ ახსენებთ მას ასე სიძულვილით 8 წლის თავზე,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება უკვე 8 წელია ერთი და იმავეს საუბრობს და ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ გააჩნია.

„ვხედავ, ძალიან გულზე მოგხვდათ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში პუტინის პაიკებს, როცა გავეშებული საუბრობთ ყოველ მეორე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილზე 8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს, დღესაც ვისმენთ აბსოლუტურად იგივეს. ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა, ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, რადგან თავად აღმშენებლობის უნარი არ გაგაჩნიათ. ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსი, რადგან თავად არანაირი ხედვა არ გაგაჩნიათ, სიძულვილის, ღვარძლის, შურის და ბოღმის გარდა.

8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების დასასრულს ვისმენთ ზუსტად იგივეს, რასაც ვისმენდით დეჟავუდ ქცეულ 2012 წლის საპარლამენტო სხდომებზე. ტრიალებთ უსასრულო და უსუსურ, მანკიერ წრეზე სიძულვილის და ზიზღის, რომლითაც ხალხი დაიღალა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეშია და რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ხალხს სიძულვილით კვებას სთავაზობს. ამიტომ, თქვენი აგონიური სიძულვილის ნიაღვრის პასუხის ღირსნი დღეს აღარ ხართ. თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ ხალხმა ორჯერ მოგცათ შანსი და თქვენ ეს შანსი გაუშვით სიძულვილში, ღვარძლში და ამასობაში ჩამოშალეთ სახელმწიფო, მორღვეულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ადამიანებს აღარ გააჩნიათ არანაირი უსაფრთხოების განცდა,“- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ბოკუჩავის თქმით, ივანიშვილს კვლავაც ჰგონია, რომ ამომრჩეველთა ნაწილს მოისყიდის, ნაწილს კი დააშინებს, მაგრამ ხალხი მისი „ტრიუკებით უკვე დაიღალა“.

„ვითომ რომ ამკაცრებთ სანქციებს, საარჩევნოდ იძულებისა და დაშინებისთვის, მე მაინტერესებს, უკვე არსებული სანქციებით რატომ არავინ დაისაჯა წინა არჩევნებზე იძულებისა და დაშინებისთვის, რატომ არ დაისაჯა გიორგი გახარია ია კერზაიას სიკვდილამდე მიყვანისთვის, რატომ არ დაისაჯა ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ დაანონსა უზარმაზარი მოსყიდვის სქემა და ამით ეცადა არჩევნების შედეგის შეცვლას. იმიტომ არ მიეცენ ეს ადამიანები პასუხისგებაში, რომ დღეს ჩენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, დღეს დამნაშავეები პასუხისგებაში არ ეძლევიან, რადგან არჩევნები ივანიშვილს აღიქვამს როგორც მის მორიგ „ტრიუკს“,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

2020-09-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დარღვეული შეთანხმებების მიუხედავად, „ნაცმოძრაობას“ ჩვენთან კოალიციაში ვხედავ, ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი მე ვიქნები, მორჩა და დამთავრდა!

შემდეგი სტატია

ივანიშვილის გუნდის რიტორიკა მორიგი ფარისევლობა და უტიფრობაა, ამბობენ, რომ მშვიდობა უნდათ, თან დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ

მსგავსი სტატიები

საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ოპოზიციამ გენგეგმის დაცვა ისე დაიწყო, რომ დოკუმენტს არ გაცნობია

საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ოპოზიციამ გენგეგმის დაცვა ისე დაიწყო, რომ დოკუმენტს არ გაცნობია

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
ცოტნე კობერიძის მიმართვა (ვიდეო)

ცოტნე კობერიძის მიმართვა (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022
ლომჯარია: „აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი“

ლომჯარია: „აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი“

11 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge