NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა პასუხი – ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას

სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა პასუხი – ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას

01 სექ 2020 პოლიტიკა 110 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიახ, მიხეილ სააკაშვილი, უნდა დაბრუნდეს საქართველოში, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომელიც წინაშეც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა აღიარებით ყველა კითხვას გასცა პასუხი. მისივე თქმით სისხლის სამართლის კოდექსი მკაფიოდ ახდენს დანაშაულის და შეცდომის გამიჯვნას და ასე უნდა მოხდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე.

დავით მათიკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს მიბაძონ თავიანთ ლიდერს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

„სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა სათანადო პასუხი. ამ სიყალბეს უნდა დაესვას წერტილი. მინდა მივმართო სააკაშვილის პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს, ალბათ, უკვე ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ისე, მინდა შეგახსენოთ, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, წითელი დიდი წიგნი, სადაც ჩამონათვალია იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული, რა არის დანაშაული და რა გადაცდომა, შეცდომა. ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ.

შეცდომა არ არის ადამიანის მოკვლა, ოჯახების განადგურება. შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მესაკუთრეებისთვის. შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის, სამშობლოს 20%-ის ჩაბარება ოკუპანტებისათვის. ეს არის დანაშაული და ამაზე ყველა მისმა ჩამდენმა ძალიან მკაცრად უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილი, დიახ, უნდა დაბრუნდეს საქართველოში, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის წინაშეც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული. ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონდან გამოიდევნა; ვგულისხმობ ყველა წართმეულ ბიზნესს, რომელიც საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის. ამ ხალხის რიგში შედის გირგვლიანის, რობაქიძის ოჯახები. ეს ადამიანები დღემდე ითხოვენ პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ დანაშაულებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა“, – განაცხადა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილის განცხადება არის „ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის პირდაპირი აღიარება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა“.

„ეს „ნიანგის ცრემლები“ და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ის მაღალი დონის მატყუარაა, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებს. ის იტყუებოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იტყუებოდა 2012 წლიდან დღემდე, ხან წყლით მოდიოდა, ხან მიწით, ხან ხმელეთით, მაგრამ ამ ტყუილებს თვითონვე დაუსვა წერტილი. ხომ არ მიბაძავდით კოლეგებო მას და იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და ბოდიშს მოუხდით საზოგადოებას?! ეს პასუხისმგებლობისგან არცერთ შემთხვევაში არ გაგათავისუფლებთ, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

2020-09-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილ-ბოკერიები და კობახიძე-მდინარაძეები ერთი პოლიტიკური ბუნკერია, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გაიტანს

შემდეგი სტატია

დარღვეული შეთანხმებების მიუხედავად, „ნაცმოძრაობას“ ჩვენთან კოალიციაში ვხედავ, ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი მე ვიქნები, მორჩა და დამთავრდა!

მსგავსი სტატიები

ერთ-ერთი დიპლომატისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტს განიხილავდა, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს მის წინააღმდეგ

ერთ-ერთი დიპლომატისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტს განიხილავდა, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს მის წინააღმდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 16 ოქტ 2019

საქართველო „ინოვაციური დაფინანსების” გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

22 სექ 2017
კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა

კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge