NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” საკუთარ გუნდში

ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” საკუთარ გუნდში

01 სექ 2020 პოლიტიკა 156 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბევრი პატარა სააკაშვილი ჰყავს „ქართულ ოცნებას” უკვე საკუთარ გუნდში, – ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი გუნდის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ გუნდში ბევრი ადამიანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან” გადავიდა.

„მუდმივად მტრის ხატის შექმნა და ამ ლეგენდით ფონს გასვლა „ქართულ ოცნებას” უკვე ექცა ძალიან გაცვეთილ სტრატეგიად. გადახედონ თანაგუნდელებს, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატებს და ბევრ პატარა სააკაშვილს იპოვის საკუთარ რიგებში „ქართული ოცნების“ სახელით. მაგალითად იმ კანდიდატებს, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყვნენ და ასეთი არის 4 თუ 5, დანარჩენი შეგიძლიათ პარლამენტშიც ნახოთ. დღეს, მაგალითად, მათიკაშვილი რომ საუბრობდა, მისი ოჯახის წევრი სააკაშვილს ფეხზე ამდგარი ხოტბას ასხამდა და ლამის ფიანდაზად ეგებოდა. ასე რომ, ეს „მგელი, მგელი მოდის” ლეგენდა არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ როგორც ჩანს საკუთარ თავს ამით აცოცხლებენ,”- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს, რეალურად კი, ის უკვე წინა ხელისუფლებას არაფრით სჯობია და უარესიცაა.

„მათ სჭირდებათ სააკაშვილი საფრთხობელა და არა სააკაშვილი ციხეში. გავიხსენოთ ის ჩანაწერები, რომელიც ეხებოდა ამ თემას და იოლი გამოსაცნობია, რამდენად სჭირდება „ქართულ ოცნებას” ეს საფრთხობელა. „ქართულ ოცნებას“ უკვე ისიც აღარ აქვს სათქმელი, რომ ის უკეთესია ვიდრე სააკაშვილი. მე დღეს დამჭირდა შეხსენება „ქართული ოცნებისთვის,” იმ დეპუტატებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ მორალური ღირებულებითი თვალსაზრისით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შევახსენე, რომ ვინც იმ სისტემის ყველაზე დიდი უსამართლობის შემოქმედი მოსამართლეები აირჩია, არათუ არაფრით უკეთესები არ არიან, არამედ უარესები არიან და უფრო დიდი დანაშაული აქვთ ქვეყნის მომავლის წინაშე ჩადენილი იმ კენჭისყრით, რაც ეხებოდა იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევას“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

2020-09-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ოცნებამ” იმდენად მოკავშირედ გაიხადა კორონავირუსი, რომ ვირუსმაც სიყვარულით უპასუხა და „ქართული ოცნების” ოფისიდან დაიწყო პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება

შემდეგი სტატია

იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს – მისი პოზიციები უკრაინაში ნულის ტოლია და დღე-დღეზე გამოაგდებენ!

მსგავსი სტატიები

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებზე გაჩერდებიან

28 დეკ 2017
„საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მიდიოდი სამსახურში და ტაბელს აბრუნებდი, სწორედ ასეთი პრინციპით არის ეს სია შედგენილი

„საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მიდიოდი სამსახურში და ტაბელს აბრუნებდი, სწორედ ასეთი პრინციპით არის ეს სია შედგენილი

27 ივნ 2018
სურათი, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან

სურათი, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან

ირაკლი შალიკაშვილი 30 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge