სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვსწავლობთ დოსიეში ასახულ ინფორმაციებს. მოკვლევა დაწყებულია, მივმართავთ ჩვენი მანდატის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა აქტივობას“, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურაში ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე 25 აგვისტოს შეიტანა. როგორც ხოშტარია აცხადებს, „დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელთაც მტრული სახელმწიფო – რუსეთი და კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ “პატრიოტთა ალიანსს”.
გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, რომლის თანახმად, პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.
კომენტარები