ასე გაგრძელება არ შეიძლება, ჩვენ ამ ხელისფულების დასრულება გვჭირდება , – ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფოთში, ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“საარჩევნო კამპანიის დროს, ყოველთვის კიდევ უფრო მკვეთრად აწყდები გასაჭირს. ფოთში, ხობში, სენაკში, რაც ვიცოდი ათასჯერ უფრო მძიმე სურათია. ყველგან არის უყურადღებობა, გადაგდების, ფეხებზე დაკიდების განცდა. ადამიანებს ყოფენ მთავრობის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ყველგან არის ჩაწყობა, უპატრონობა, დაცინვა და ქედმაღლობა. ეს არის ის განცდა, რაც ყველგან დავინახეთ. რატომ ხდება ეს?! ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს, ვისაც წესით მოქალაქეების სამსახურში ყოფნის განცდა უნდა ჰქონდეთ, ერთ რამეს ემსახურებიან, ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის სიამოვნებას, იმიტომ რომ მის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები და არა თქვენს წინაშე, ფოთელების, ხობელების, სენაკელების და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.
ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ. მინდა, თქვენი ხმაც გავიგო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ამ ხელისფულების დასრულება გვჭირდება, დიახ, გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, სწორ გზაზე დგომა და სწორი კომპასები. თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად, „ევროპული საქართველო“ ამას გავაკეთებთ 2 თვის შემდეგ. ჩვენ არ ვამბობთ სადღეგრძელოებს, არ ვპირდებით ხალხს რომ ციდან ჩამოვარდება ოქროს კოშკები, ჩვენ ყველას გვჭირდება ის, რაც ყველა მოქალაქეს აკერია პირზე- სამუშაო ადგილები. ხალხს თუ არ ექნება შანსი, რომ საკუთარი შრომით მოიპოვოს ბედნიერება, ქვეყანა ამ ჩიხიდან ვერ გამოვა. უნდა შევამციროთ გადასახადები, ის ფული, რომელსაც ბიუროკრატები ყველა მშრომელი ადამინების ჯიბედან იღებენ და ფლანგავენ ან სულელურად ხარჯავენ კორუფციაზე. თითოეულ ოჯახს ჩვენი რეფორმის შემდეგ ჯიბეში 2000 ლარი დარჩება“ , – განაცხადა ბოკერიამ.
კომენტარები