NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“გადადექი!” – ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდნენ

“გადადექი!” – ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდნენ

01 სექ 2020 პოლიტიკა 664 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უამრავი ადამიანი შეძახილებით “გადადექი!” და “გასამართლება ჯაგაევს!” ცდილობდა შეიჭრას თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის სახლთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხინვალის მილიციის იზოლატორში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ახლობლებმა, გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ, გუშინ საღამოს კვლავ დაიწყეს ადმინისტრაციულ სახლთან შეკრება. ჯაბიევის ნათესავებს და მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დე ფაქტო ცხინვალის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დააყენეს – დე ფაქტო პრეზიდენტის – ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის – ურუზმაგ ჯაგაევის პოსტიდან გადადგომა, ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმირება და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯა.

ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს მისი წინამორბედი – ასევე დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელმაც მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა.

შეგახსენებთ, სამი შვილის მამა, 28 წლის ინალ ჯაბიევი, ოკუპირებულ რეგიონში მოქმედმა ე.წ. სპეცსამსახურმა 26 აგვისტოს, ე.წ. შსს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით სწორედ მაშინ დააკავა, როცა ცხინვალში „დამოუკიდებლობის“ დღეს აღნიშნავდნენ. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის მილიციის იზოლატორში ჯაბიევს ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

კომენტარები

TOP ცხინვალი 2020-09-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ცხინვალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

How to get Beautiful Offshore Women

შემდეგი სტატია

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

მსგავსი სტატიები

ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მიიღოს, რომელიც დამნაშავეებსაც გაათავისუფლებს

ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მიიღოს, რომელიც დამნაშავეებსაც გაათავისუფლებს

ირაკლი შალიკაშვილი 05 მაი 2021
ირაკლი კობახიძე: არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ …

ირაკლი კობახიძე: არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ …

ნინო ჩხეიძე 30 ივლ 2021
მიხეილ სააკაშვილი ისევ უკრაინის მოქალაქეა

მიხეილ სააკაშვილი ისევ უკრაინის მოქალაქეა

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2019

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge