NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მეუფე იაკობი: ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს!

მეუფე იაკობი: ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს!

31 აგვ 2020 საზოგადოება, საინტერესო 772 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

„ხედავთ რა ხდება? ყოველ წელს არის არჩევნები. შეხედეთ ტელევიზიებს, ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე. ტელევიზიებიდან დიქტორები გველაპარაკებიან ხოლმე. ძირითადად პარტიული ტელევიზიებია, მე თავისუფალი ტელევიზია საქართველოში არ ვიცი. თავს არ მოვიტყუებ და არც თქვენ მოგატყუებთ, ყველა აბსოლუტურად პარტიული ტელევიზიაა, სამთავრობო იქნება თუ არასამთავრობო, მნიშვნელობა არ აქვს. დაიწყებენ ხოლმე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლობა მივიდა, ან დეპუტატობა და უკვე ეკლესია შეეკრა იმათ, ფულს სთხოვენ, რაღაცებს სთხოვენ. ეს სირცხვილია! კარგად მიცნობთ და არ მიჭირს გამოვხატო რაც არ მომწონს ხელისუფლების მიმართ იქნება, თუ არახელისუფლების მისამართით, შეიძლება ოპოზიციის მისამართითაც გამოვხატო, ან ეკლესიის მისამართით. შეიძლება ჩემი თავიც არ მომეწონოს და ჩემზეც ვამბობ, როცა გასამართლებელი არ მაქვს. ე.ი. არ უნდა იაროს ხალხმა საერთოდ ეკლესიაში? როდის ყოფილა, სად გინახივართ, რომ მე პარტიულ იმაზე ვესწრებოდი. არც გინახივართ და არც მნახავთ იმიტომ, რომ მე ჩემი არჩევანი მაქვს და ღმერთი მაქვს ამორჩეული.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? რა ჩემი საქმეა, ვინმე პოლიტიკოსი თუ სხვა კონფესიასთან წავიდა? ვისაც სად უნდა იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე ყველა ჩვენი შვილია აბსოლუტურად.

ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? კარგად გადახედონ ვინ უფრო მოდიოდა, ხელისუფლება შეიცვალა და ისინი უფრო მოდიოდნენ, დასჯის რომ ეშინოდათ. საკმაოდ ბევრს, ვინც ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო წინა ხელისუფლებიდან, დავეხმარე. 7 და 10 კაცის გამო ყველა ხომ არ უნდა დაისაჯოს? პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, საქართველოს შვილები არიან და ვინც არ უნდა მოვიდეს, მივიღებ.

რაც უფრო მივდივართ არჩევნებისკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ ჩავერიე, არ მგონია, მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს! თქვენ ბედნიერი ხალხი ხართ, არჩეული გყავთ ქრისტე. მე როგორ უნდა გითხრათ, ვინმეს მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი თავისუფლება, რაც კონსტიტუციით გაქვთ, ხმის თავისუფლებაა, არჩევანის თავისუფლება. სხვა ყველაფერს სახელმწიფოს გადასცემთ, ყველა სადამსჯელო ფუნქციას და არაფერი გრჩებათ. მე ვისაც არ ავირჩევ და რა დამოკიდებულებაც მაქვს, ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

კომენტარები

TOP არჩევნები მეუფე იაკობი 2020-08-31
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები მეუფე იაკობი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Very best Places To Meet Women Off-line

შემდეგი სტატია

12 წლის მოზარდის სიცოცხლე საპატრულო პოლიციის მანქანამ იმსხვერპლა

მსგავსი სტატიები

6 თებერვალს მივდივართ თადუმაძესთან შესახვედრად და იმედია არ დაგვემალება

6 თებერვალს მივდივართ თადუმაძესთან შესახვედრად და იმედია არ დაგვემალება

01 თებ 2019
მომენტი როდესაც შენი 3 წლის შვილი შენი დამსაქმებელია

მომენტი როდესაც შენი 3 წლის შვილი შენი დამსაქმებელია

29 იან 2018
ადამიანის ცხოვრება 60 წამში

ადამიანის ცხოვრება 60 წამში

25 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge