NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას „თვალებში ნაცრის შეყრის უტიფარ მცდელობად“ აფასებს

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას „თვალებში ნაცრის შეყრის უტიფარ მცდელობად“ აფასებს

26 აგვ 2020 პოლიტიკა 371 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანისშესახებ ხელისუფლების ინიციატივა „თვალებში ნაცრის შეყრის იაფფასიან და უტიფარ მცდელობად“ შეაფასა. გიგა ბოკერიას განცხადებით, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები არსებული კანონმდებლობითაც დასჯადია და მათ შესრულებას პოლიტიკური ნება სჭირდება.

„ეს არის მორიგი იაფფასიანი და უტიფარი მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ყველა ეს ქმედება, რაც მან ჩამოთვალა, დღესაც დასჯადია და ფორმულირების შეცვლა კანონში ან რაიმე პასუხისმგებლობის დამძიმება ჯერ არ არის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხია კანონი საერთოდ სრულდება თუ არა, არის თუ არა კანონის უზენაესობა და არის თუ არა პოლიტიკური ნება ამისთვის. იმ ვითარებაში, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში, არავინ არც ერთხელ არ დასჯილა ამ ტიპის დარღვევისთვის და უფრო მძიმე შემთხვევებისთვისაც კი, ეს არის იაფფასიანი უტიფარი მცდელობა. გავიხსენოთ წინა არჩევნები, როდესაც ოპოზიციური კანდიდატის შტაბს დღისით თავს დაესხდნენ და უსასტიკესად გაუსწორდნენ იქ მყოფ ადამიანებს. ამისთვის არავინ დასჯილი არ არის და ყველამ იცის, რომ აქ მოქმედებს წესი, რომ ყველა მოძალადეს ივანიშვილის გუნდი კარტ-ბლანშს აძლევს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი შეფასებით, ახლა ქვეყანაში იმდენად ნორმალური ვითარება არ არის, რომ კანონის ფორმულირებაზე დისკუსია მიმდინარეობდეს. ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას ვითარების გამოსწორება თუ სურს, ამის დემონსტრირება ქმედებებით უნდა მოახდინოს.

„ ჩვენ რომ გვქონდეს ნორმალური ვითარება, რომელიც, იმედი მაქვს, რომ გვექნება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მაშინ ეს დისკუსია თუ რომელი ფორმულირება არის უფრო ზუსტი რა დარღვევაზე უნდა იყოს უფრო მძიმე სასჯელი, ლეგიტიმური იქნებოდა, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, როცა უტიფარი განუკითხაობაა და ყველამ იცის, რომ ივანიშვილის გარშემო არსებულ ჯგუფებს აქვს ინდულგენცია იმაზე, რომ დანაშაული ჩაიდინონ, ეს დისკუსია არაფრის მომცემი არ არის. პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. დღეს არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურად საკმარისია, რომ იმ ტიპის ძალადობისთვის ადამიანებმა პასუხი აგონ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში” შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, კოდექსში ასევე მითითებული იქნება, რომ მსგავსი დარღვევის შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კომენტარები

2020-08-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მთავარია ამ კანონს როგორ და ვის მიმართ ასრულებენ – ოპოზიცია “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

შემდეგი სტატია

არსებობს საფრთხე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამკაცრებული კანონმდებლობა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს

მსგავსი სტატიები

ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან – არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან – არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ირაკლი შალიკაშვილი 17 ოქტ 2019

„არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ“

25 სექ 2018

ჰამასის ლიდერმა ახალი “ინტიფადა” დააანონსა

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

    გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge