თურქეთში, გირესუნის პროვინციაში წყალდიდობას მინიმუმ 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის ერთი ჯარისკაცია.
ამჟამად რეგიონში ხელისუფლება სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
დერელის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და შენობები. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში ატმოსფერულმა ნალექმა გირესუნის რეგიონში საშუალო მაჩვენებელს 1.5-ჯერ გადააჭარბა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განკარგულება გასცა, რომ მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად ყველა სახელმწიფო რესურსი იქნას გამოყენებული.
კომენტარები