NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჩვენ გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა

ჩვენ გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა

21 აგვ 2020 პოლიტიკა 340 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას. როგორც მან თეთრიწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, დღეს ბევრ ადამიანს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი, მიეღო შემოსავალი. უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დგას. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და სახელმწიფოს მხარდაჭერასა და თანადგომას საჭიროებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანისა და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების მხარდასაჭერად“,-განაცხადა კალაძემ.

მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა.

„მაშინ, როდესაც ძალიან დიდი შიში და ზეწოლა იყო, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით მშვიდობიანი არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

2020-08-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კანონი ერთისთვის და ერთის წინააღმდეგ – „კავკასუს ონლაინის“ საქმე

შემდეგი სტატია

თენგიზ ცერცვაძის პრეტენზიებს ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტი აბათილებს

მსგავსი სტატიები

“მეორე ტური არის შესაძლებლობა გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური”

“მეორე ტური არის შესაძლებლობა გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური”

ირაკლი შალიკაშვილი 04 ოქტ 2021
თავდაცვის სამინისტროს განცხადება შესყიდვებთან დაკავშირებით

თავდაცვის სამინისტროს განცხადება შესყიდვებთან დაკავშირებით

02 ივლ 2018
კახა კალაძე – არ მაინტერესებს, სააკაშვილი სად წავა და სად წამოვა

კახა კალაძე – არ მაინტერესებს, სააკაშვილი სად წავა და სად წამოვა

09 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

  • მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

    მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

  • კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

    კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge