NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ესპანეთში ღია ცის ქვეშ მოწევა იკრძალება, ასევე წესდება შეზღუდვები ღამის კლუბებსა და ბარებზე

ესპანეთში ღია ცის ქვეშ მოწევა იკრძალება, ასევე წესდება შეზღუდვები ღამის კლუბებსა და ბარებზე

20 აგვ 2020 მსოფლიო 526 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წესები ამოქმედდა, მათ შორის არის ღია ცის ქვეშ მოწევის აკრძალვა, ღამის კლუბების დახურვა და ბარებისა და რესტორნებისთვის სამუშაო საათების განსაზღვრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„არ შეიკრიბოთ ღია ცის ქვეშ წვეულებებზე, არ დალიოთ და არ მოწიოთ, როდესაც არ შეგიძლიათ მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. დაიცავით დისტანცია მეგობრებთან და ნუ შეიკრიბებით 10 ადამიანზე მეტი“, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილლამ.

ახალი რეგულაციის თანახმად, რესტორნები და ბარები ღამის პირველი საათისთვის უნდა დაიკეტოს. მსგავსი ზომები უკვე შემოიღეს გალისიას რეგიონმა და კანარის კუნძულებმა, ესპანეთის დანარჩენ რეგიონებში კი აცხადებენ, რომ ახალ რეგულაციებს გაავრცელებენ, თუმცა დროს თავად განსაზღვრავენ.

ცნობისთვის, ერთი კვირის წინ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის გალისიას რეგიონში საჯარო სივრცეში მოწევა ფაქტობრივად აიკრძალა. აღნიშნულ აკრძალვას იმით ხსნიან, რომ მოწევის დროს კვამლის გარეთ გამოშვებისას მცირე წვეთები და პოტენციური ვირუსები ჰაერში იფანტება, ასევე მოწევის დროს ადამიანები პირბადეებს იხსნიან და ხშირად ხელით ეხებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამეში ესპანეთში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

ესპანეთი კორონავირუსი 2020-08-20
ნინო ჩხეიძე
Tags ესპანეთი კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია: გლობალური პანდემიისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

პირველი არხის დირექტორის ვაკანტური პოსტი

მსგავსი სტატიები

“პუტინის გუნდი”

“პუტინის გუნდი”

03 ნოე 2017
რამზან კადიროვმა დმიტრი პესკოვი გააკრიტიკა

რამზან კადიროვმა დმიტრი პესკოვი გააკრიტიკა

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022
ალესანდრა ამბროსიო Victoria’s Secret-ს ტოვებს

ალესანდრა ამბროსიო Victoria’s Secret-ს ტოვებს

21 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge