ზაფხული ყველაზე საუკეთესო დროა შთამბეჭდავი და საინტერესო ფოტოების გადასაღებად! როდესაც მოგზაურობ და ირგვლივ საოცარ სილამაზეს ხედავ, ბუნებრივია, გინდება დაუვიწყარი მოგონებების გარდა, სამახსოვროდ ბევრი კადრი აღბეჭდო და ფოტოები შემოინახო. iPhone 11 Pro-თი აღჭურვილებმა გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ როგორ უნდა გადავიღოთ იდეალური ფოტოები, რომლის თვალიერებაც არასოდეს მოგვბეზრდება, გავგზავნით ფოტოკონკურსებზე, ვაჩვენებთ მეგობრებს, შეყვარებულებს და შვილიშვილებსაც კი!
როგორ დავგეგმოთ და შევარჩიოთ სასურველი კადრი?
იდეები ეძებეთ Pinterest-სა და Instagram-ზე. სოციალური ქსელის ორივე პლატფორმას, სურათების გარდა აქვს ჰაშთაგები, რომლის მიხედვითაც თქვენთვის სასურველი თემატიკის ფოტოების აღმოჩენას შეძლებთ. შერჩეული ფოტოები კი შეგიძლიათ შეინახოთ თქვენთვის სასურველ ადგილებზე: Pinterest-ის თემატურ განყოფილებაში, Instagram-დან კი გალარეაში გადმოწერით.
ფოტოების ინსპირაციისთვის კიდევ ერთი ვარიანტია – კინო. ფილმები გადმოსცემს ემოციებს და გვიქმნის განწყობას სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ეს იქნება კარგი სცენარი, მუსიკა, გაცოცხლებული სიუჟეტები თუ პერსონაჟები. ამიტომ ზოგჯერ უფრო ადვილია კადრების ინსპირაცია ფილმის ყურების შემდეგ, ვიდრე სტატიკური ფოტოების დათვალიერებისას.
დაათვალიერეთ გლამურული ჟურნალები, „ლაქშერი“ ბრენდების და სარეკლამო ფოტოები. დააკვირდით როგორ პოზირებენ მოდელები კამერების წინ. თქვენ ბევრი კადრისა და როლის მორგება შეგიძლიათ საკუთარ თავზე, მაშინაც კი თუ არ ხართ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოდის ფოტოგრაფი.
როგორ გადავიღოთ სრულყოფილი სურათები: ხრიკები /ლაიფჰაკები.
მიყევით დეტალებს:
საუკეთესო ფოტო შეიძლება გაგიფუჭოთ უსიამოვნო დეტალმა რომელიც შეიძლება თქვენს კადრში მოხვდეს: ნაგავი რომელიც შემთხვევით მოხვდა კადრში, შემთხვევითი გამვლელების კიდურები ან დაბინძურებული ტერიტორია. ამიტომ, ასეთ დეტალებს კარგად დააკვირდით.
გადაიღეთ პორტრეტული კადრები. მოდით, თქვენს ფოტოებში აღბეჭდეთ არა მხოლოდ იდეალური პეიზაჟები, არამედ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სახეებიც.
პორტრეტების გადაღება შეგიძლიათ iPhone 11 Pro-ს უნიკალური პორტრეტის რეჟიმით და 12MP წინა კამერის გამოყენებით.
დაარეგულირეთ პორტრეტის სიღრმე, რათა მიიღოთ მაქსიმალურად ეფექტური კადრი.
გადაიღეთ შენელებული მოძრაობის სელფები. Slo mo-სელფი – ეს ისაა რაც არდადეგების დროს განტვირთვისთვის გჭირდებათ. გადაიღეთ საინტერესო დეტალები ან სასაცილო კადრები ფრონტ კამერით, ისე რომ საკუთარი მოძრაობა სრულიად აკონტროლოთ კადრში.
ფოტოების გადაღება საკმარისი არასოდეს არის. ყოველთვის სჯობს გადაიღოთ რაც შეიძლება მეტი კადრი, რომ შეძლოთ საუკეთესო ვარიანტის ამორჩევა. iPhone 11 Pro-ს მძლავრი ბატარეის რესურსი, ხანგრძლივი ფოტოსესიის საშუალებას მოგცემთ.
არ დაგავიწყდეთ ფოტოს დამუშავება. კონტრასტების დარეგულირებით და ფილტრების წყალობით, წარუმატებელი ფოტოც კი შეიძლება საუკეთესოდ ვაქციოთ. iPhone 11 Pro-ს ყველა ის ფუნქცია გააჩნია, რაც ფოტოს დამუშავებისთვის დაგჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ უბრალოდ დაივიწყოთ ფოტოშოფი.
როგორ გავხადოთ თქვენი ფოტოსესია მრავალფეროვანი
ფოტოები სხვადასხვა განათების პირობებში გადაიღეთ. იმისთვის, რომ ფოტოსესია თქვენთვის სასურველი განათების პირობებში ჩაატაროთ, ნუღარ დაელოდებით მზის ჩასვლას, და ნურც მზის ამოსვლისთვის გაიღვიძებთ ადრიანად, უბრალოდ გამოიყენეთ HDR რეჟიმი. მისი მეშვეობით ღილაკზე ერთხელ დაჭერით, 11 სხვადასხვა ექსპოზიციის ფოტოს მიიღებთ, ფერების განსხვავებული ბალანსით. თქვენი ფოტო იდეალური გამოვა!
დაინახეთ სამყარო უფრო ფართოდ. iPhone 11 Pro-ს ვიდეოს და ფოტოს ფართოკუთხიანი რეჟიმი მოიცავს უფრო მეტს ვიდრე GoPro. ასე თქვენ შეძლებთ მარტივად გადაიღოთ ხალხმრავალი წვეულებები, განსაკუთრებით სოციალური დისტანციის პირობებში.
გადაიღეთ ხანგრძლივი ვიდეოები Time laps რეჟიმით. გიყვართ ვარსკვლავიანი ცის ყურება? ან ცაზე მოძრავი ღრუბლების? იქნებ მთებიდან მზის ამოსვლის ყურება გხიბლავთ? ჩართეთ slow-motion Time-lapse რეჟიმი და გადაიღეთ აჩქარებული ფუნქციით ნელი მოძრაობის კადრები.
გამოსცადეთ თავი რეჟისორის ამპლუაში. თუ დიდი ხანია ოცნებობთ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე (თუნდაც იდეალური სცენარის გარეშე), ახლა სწორედ ის დროა, ოცნება რეალობად აქციოთ. თანაც სრულებით არ გჭირდებათ კინოკამერები და დიდი ტექნიკური აღჭურვილობა, მაღალი ხარისხის ვიდეოს გადაღება ტელეფონით შეგიძლიათ. მოიმარჯვეთ iPhone 11 Pro, რომელსაც აქვს 4k მხარდაჭერა და წამში 60 კადრს აღბეჭდავს. გადადგით ნაბიჯი წინ და მიუახლოვდით ოსკარს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში.
აქციეთ თქვენი ზაფხული ყველაზე ფერად დროდ და გახადეთ ის კინომატოგრაფიული!
ოფიციალური iPhone 11 Pro თქვენი გენიალური ფოტოებისთვის Apple-ის ავტორიზირებულ რესელერებთან ამჟამად უფრო ხელსაყრელ ფასადა ხელმისაწვდომი.
iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iTechnics, iStore.
კომენტარები