NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

საქართველოს ბანკი სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

18 აგვ 2020 ბიზნესი 540 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

18 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური
პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი სოციალური უთანასწორობის
შესამცირებლად პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით,
საქართველოს ბანკმა პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობა დაიწყო.
თანამშრომლობის მიზანია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები აქციოს სუპერგმირებად,
რომლებიც მოხალისეობრივად იზრუნებენ, რომ მოწყვლად ჯგუფებს გაუხალისონ
ბავშვობა. პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ
შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ
ბავშვების გაბედნიერებასა და სოციალური უთანასწორობის პირობებში მათ
განვითარებაში.
სუპერგმირის გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს ბავშვებს, რომლებსაც
თანადგომა ჭირდებათ, კრებს ინფორმაციას მათი სურვილებისა და საჭიროებების
შესახებ და უზრუნველყოფს, რომ პატარების ხმა და ოცნებები სუპერგმირებამდე
მიიტანოს. მოხალისე თავად ირჩევს ბენეფიციარს და ხდება მისი სუპერგმირი. ამისთვის
ის www.supergmiri.ge პლატფორმაზე ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობის და ინტერესებს,
და იწყებს მის ყოველთვიურ მხარდაჭერას.
ყოველი თვის ბოლოს სუპერგმირის პლატფორმის გუნდი ბენეფიციარებისთვის კრავს
სასაჩუქრე კალათს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლში
www.Extra.ge -ს ვებ გვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი უზრუნველყოფს
ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებასაც მთელი საქართველოს
მასშტაბით.
სუპერგმირს შეუძლია გახდეს ბავშვის მეგობარი, პერიოდულად გაატაროს მასთან დრო,
ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები, ამ პროცესში მას დაეხმარებიან
სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები. მას ასევე შეუძლია მოიწვიოს მეგობარი
სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია. რომლის
100%-ი ხმარდება ბენეფიციარს. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა.
“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია სოციალური უთანასწორობის შემცირება და
ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და სუპერგმირის
პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი სუპერგმირი წავახალისოთ, რომ
გახდნენ მოხალისეები და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების
განვითარებასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში“,- განაცხადა საქართველოს
ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, supergmiri.ge – არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს,
რომლებიც თვლიან, რომ ყველა იმსახურებს უზრუნველ ბავშვობას და სურთ, რომ ამაში
საკუთარი წვლილიც შეიტანონ.
ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული
სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი მტერი ან
ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს.
ხშირად მტერი სიღარიბე და დაბალი ეკონომიკული შესაძლებლობებია, რომელშიც
საქართველოში არც თუ ისე ცოტა ბავშვი ცხოვრობს. ნებისმიერ ადამიანს სულ პატარა
ძალისხმევის წყალობით შეუძლია მათ პირად სუპერგმირად იქცეს და მათი ცხოვრება
შეცვალოს.
ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://supergmiri.ge

კომენტარები

2020-08-18
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Selecting Beautiful Russian Women

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმოება იზრდება

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“: გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს

კახა კალაძე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“: გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს

ნინო ჩხეიძე 02 ნოე 2022

ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებლებს ტყავის ნივთებს სთავაზობენ

22 სექ 2017
თიბისიმ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა

თიბისიმ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა

თამუნა 16 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge