NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ განცხადებებზე – ერთმანეთის მიმართ კინკლაობა სიბრიყვეა

„ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ განცხადებებზე – ერთმანეთის მიმართ კინკლაობა სიბრიყვეა

17 აგვ 2020 პოლიტიკა 546 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციურ მხარეს ნებისმიერი კინკლაობა მიუღებელია და ეს არის სიბრიყვე. ამ განცხადებით ვაშაძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

კითხვაზე, რამდენაც არის შესაძლებელი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში შეთანხმებულ ოლქებშიც წარადგინოს საკუთარი კანდიდატები, ვაშაძე ამბობს, რომ „ჰიპოთეტურ დაშვებებზე საუბარი საერთოდ არასწორია“.

„ჩვენთვის, სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდისთვის არჩევანი მარტივია – აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კინკლაობა ოპოზიციურ მხარეს არის მართლაც არასწორი ქმედება. უფრო მეტსაც ვიტყვი, ეს არის სიბრიყვე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით რაიმე შედეგს მოიტანს საკუთარი თავისთვის, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არცერთხელ არ შევსულვართ ამ უაზრო პერიპეტიებში, რადგან ეს ხალხს არ აინტერესებს.

ხალხი წყვეტს იმას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ – არა, ბოლშევიზმში ხომ არ ვართ, რომ მე გადავწყვიტო, რომ ვიღაც უნდა იყოს და ვიღაც- არა, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი და მე ამ ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს, როცა ვაცხადებ, რომ ვაპირებ გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმე აპირებს პრემიერ-მინისტრი იყოს, საკუთარი გეგმები ხალხს უნდა წარუდგინოს.

„ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, რომ არა მხოლოდ დაპირებები გავცეთ და აღმშენებლობის სტრატეგიაზე ვისაუბროთ, არამედ გაპიროვნებულად ვთქვათ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ დაპირებების შესრულებაზე. მე როგორც საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ვაპირებ შევქმნა 300 000 სამუშაო ადგილი, გავაიაფო წამლები მინიმუმ 30% -ით, ჩამოვწერო სესხებზე პროცენტი პენსიონერებისთვის, გავანახევრო პროცენტი ზოგადად ქართული ბიზნესისთვის, სასამართლო იყოს თავისუფალი, სხვა რას აპირებს და თუ ვინმე აპირებს იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჯერ უნდა გამოვიდეს და საკუთარი გეგმა და სტრატეგია წარადგინოს.

ცრუ დილემებს ნუ შევქმნით საარჩევნო კამპანიის დროს – ხალხმა უნდა იცოდეს ვინ რას აპირებს გააკეთოს ქვეყანაში, რა გუნდით აპირებს ამის გაკეთებას, ვინ იღებს პასუხისმგებლობას. საარჩევნო კამპანია ეს არის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო აირჩიოს, რომ ის პრობლემები, რაშიც შეგვიყვანა ივანიშვილის დამსხვრეული ოცნებების პარტიამ, გადავწყვიტოთ.

ერთმანეთის მიმართ კინკლაობა, მიმაჩნია, რომ არის სიბრიყვე, არასწორი და საერთო საქმეს სერიოზულად ხელს უშლის. ახლა უკვე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მართალია და ვინ მტყუანი ამ პროცესში,“- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაში, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი არ უნდა იყვნენ

კომენტარები

2020-08-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრობლემა ძალიან ბევრია, თუმცა ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება

შემდეგი სტატია

მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მსგავსი სტატიები

ეროვნული კინოცენტრი სოხუმის კინოფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული კინოცენტრი სოხუმის კინოფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

03 აპრ 2018
ალუდა ღუდუშაური: საქართველოს ხელისუფლება დღეს დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების საჭიროებებზე არის ორიენტირებული

ალუდა ღუდუშაური: საქართველოს ხელისუფლება დღეს დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების საჭიროებებზე არის ორიენტირებული

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022
რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა – მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს

რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა – მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს

ირაკლი შალიკაშვილი 20 იან 2022

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge