NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ბარამიძე: „ქოცები“ ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს

გიორგი ბარამიძე: „ქოცები“ ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს

16 აგვ 2020 პოლიტიკა 585 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აზრთა სხვადასხვაობა არის და ეს ნორმალურია, რადგან სხვადასხვა პარტია ვართ. ამის დრამატიზირებას ნამდვილად არ მოვახდენდი. არაფერი გასახარი „ქოცებს“ არ აქვთ და ტყუილად ნუ დაიწყებენ მხიარულ ჟივილ-ხივილს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ამით ის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ბარამიძის თქმით, ნებისმიერი დისკუსია ნორმალურია. საბოლოოდ კი, არჩევანს საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ.

“ჩვენ ვართ განსხვავებულთა ერთობა. „ქოცების“ რეჟიმის მდგომარეობის სირთულეს ისიც ასახავს, რომ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ , არამედ სხვა უამრავი პარტია, რომლებიც კიდევ უფრო რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს პუტინისტური რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით, აუცილებლად ჩამოვაცილოთ ხელისულებასო. აი, ეს არის მთავარი. აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ერთ პარტიაშიც კი არის და ეს ნორმალურია. მთავარია, ეს როგორ განიხილება. უნდა იყოს ყოველთვის საქმიანად, ურთიერთპატივისცემით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. იმის გაცნობიერებით, თუ რა მოვალეობები გვაქვს, როგორც არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე რიგით ადამიანს. შესაბამისად, თუ ასე მოვიქცევით, ნებისმიერი დისკუსია ნორმალურია. ამაზე მსჯელობაც აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის რა აზრი აქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვის, რა როლი, როგორ დაეკისრება, ვის ექნება მეტი ნდობა და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიციურ სპექტრს შორის მიღწეული შეთანხმებების თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ არაფრის შეცვლას არ გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არანაირი პრინციპულ ცვლილებებს ადგილი არ ექნება, რაც შეეხება შეთანხმებას იმ ნაწილს, სადაც რაიმე არის შეთანხმებული. რაიმე ცვლილებებს ჩვენი მხრიდან ინიცირება არ ექნება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა არაფრის შეცვლას არ გეგმავს“, – განმარტა ბარამიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების ერთიანობისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა.

„ჩვენ რომ ერთმანეთი და ერთიანობა გვჭირდება, ამაზე ვსაუბრობ ამდენი ხანია. სწორედ ამისკენ გადავდგით არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი, როდესაც თავის დროზე შევქმენით კოალიცია „ძალა ერთობაშია“, როცა თბილისში ერთიანი მაჟორიტარების კანდიდატების დასახელებისთვის ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით“,-განაცხადა ბარამიძემ.

მისი განმარტებით, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქი სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუთმო, ამით ფართო კოალიციის შექმნას გზა გაუხსნა.

„სამწუხაროდ, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერჯერობით ეს საკითხი ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ჩვენ მაინც ველოდებით ამ მიმართულებით, რომ საბოლოო გადაწვეტილებები მიღებული იქნება. ყოველ შემთხევაში, ჩვენი დევიზია – „ძალა ერთობაშია“ და ჩვენ ამას სიტყვითაც და საქმითაც ვუერთგულებთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. უგულავას განცხადებით, მცდელობას ერთპარტიული მმართველობისკენ „ევროპული საქართველოსგან“ წინააღმდეგობა მოჰყვება.

კომენტარები

TOP არჩევნები გიორგი ბარამიძე 2020-08-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები გიორგი ბარამიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 341-მდე გაიზარდა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში გადაეცემათ

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში გადაეცემათ

04 ივლ 2018
ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი აღუდგება წინ

ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი აღუდგება წინ

ირაკლი შალიკაშვილი 25 თებ 2020

უახლესი ამბები

  • “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

    “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

    საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი, ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი, ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge