NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს

მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს

13 აგვ 2020 პოლიტიკა 668 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხდებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.

გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „დისკრიმინაციული, ანტიკონსტიტუციური კარანტინი“ უსაფრთხო ქვეყნებთან გააუქმოს.

„საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ავიაკომპანიებს, განსაკუთრებით „ვიზეარს“ და „რაინეარს“ საქართველოს მთავრობის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე. ჩვენ მოიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძალაშია ეს აკრძალვა, არის შიში იმისა, რომ ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც, რამდენიმე ათეული ათასი დაბრუნდება არჩევნებისთვის და ხმას მისცემს „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროებიდან საქართველოს მთავრობის შიგნით. ამას ადასტურებს ისიც, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპის დედაქალაქებში პრაქტიკულად საარჩევნო უბნების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა წააგო, მათ შორის, პარიზში. სწორედ ამის გამო საქართველოს მთავრობას უსაფრთო ქვეყნების ნუსხაში არ შეჰყავს პოლონეთი და საბერძნეთი. შეგახსენებთ, საბერძნეთში ძალიან ბევრია ჩვენი თანამოქალაქე, ათეულ ათასობით, შეიძლება ასეულათასობითაც, რომელთა ნაწილსაც საქართველოში დაბრუნება სურს… როცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ეპიდემიოლოგიური სურათით სარგებლობენ, რა შუაშია ეპიდემიოლოგიურ სურათთან არჩევნები? ვირუსი არჩევნების მიხედვით ხელმძღვანელობს? ასევე ისინი სხვადასხვა ავიაკომპანიებს ეუბნებიან არჩევნებამდე მოიცადეთო, რა შუაშია არჩევნები ვირუსთან საერთოდ? ეს არის გამაოგნებელი ინფორმაცია, ფაქტობრივად, პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი უამრავი თანამოქალაქისთვის ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში შემოსვლის აკრძალვასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული, ანტიკონსტიტუციური კარანტინი არა ყველა ქვეყანასთან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებთან, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი და სტატისტიკა აქვთ და დართოს ავიაკომპანიებს ნება, პირველ რიგში, „ვიზიარს“ იფრინონ იმ ქვეყნებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა უსაფრთხოდ აცხადებს. თუ არ არის უსაფრთხო, მაშინ რატომ აცხადებენ მათ უსაფრთხო ქვეყნებად?“ – აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობას ბერლინში მცხოვრებმა ქართველმა არქიტექტორმა თორნიკე კუბლაშვილმა დისკრიმინაციულ კარანტინთან დაკავშირებით უჩივლა. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც კანდელაკი აცხადებს, მთავრობამ გარკვეული დოკუმენტაცია განზრახ არ წარადგინა, შემდეგ კი მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის გამოც, პროცესი ერთი თვით გადაიდო.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ აღნიშნულით გაჭიანურების მცდელობას აქვს ადგილი და იკვეთება განზრახვა, რომ ამ საქმის განხილვა არჩევნებამდე არ მოხდეს.

კომენტარები

2020-08-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მორაგბეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

შემდეგი სტატია

თუ მოქალაქეები “ქართულ ოცნებას” ხმას არ მისცემენ, საარსებო შემწეობის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან

მსგავსი სტატიები

თბილისის მერიის შენობა შეიძლება გაიყიდოს

თბილისის მერიის შენობა შეიძლება გაიყიდოს

14 ნოე 2018
„გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება“

„გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება“

16 თებ 2018
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

ნინო ჩხეიძე 04 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge