NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»“თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია”

“თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია”

13 აგვ 2020 სამართალი 670 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია , – ამის შესახებ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ადვოკატი გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაშ იმყოფებოდა.

“7 საათი ვიმყოფებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს, მოტანილი იყო მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონიდან ვნახეთ ინფორმაციის რაღაც ნაწილი, რაც მოვახერხეთ. Whatsapp-ი, Messenger-ი, Facebook-ი, Viber-ი – ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.

ბოლო ჩატი Whatsapp-ში 24 ივნისიდან არის წაშლილი. ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი. არანაირი ლოკაცია, ადგილმდებარეობა არ არის ნაჩვენები. როგორ შეეძლო განეხორციელებინა გადაადგილება თეთრიწყაროში და იმ ადგილებში, სადაც აღმოჩენილი იყო. თვით გამოძიებასაც, იმ პირებთან ერთად, ვისთანაც დათვალიერებას ვახორციელებდით, ჩემს კითხვებზე არ ჰქონდათ პასუხი.

ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, ვნახეთ 18 ივლისის , ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც მან გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სევდიანი სახით, ეს იყო მისი გადაღებული სურათები”, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კომენტარები

ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილი შსს 2020-08-13
ნინო ჩხეიძე
Tags ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაიკ პომპეო: …აი, რა ვუთხარი ლავროვს

შემდეგი სტატია

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

მსგავსი სტატიები

„მნიშვნელოვანია სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობამ ტატუნაშვილის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს“

08 მაი 2018
გომელაური: სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ

გომელაური: სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2021
თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge