NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მორაგბეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მორაგბეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

13 აგვ 2020 სამართალი 355 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირს, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს, რის გამოც, ბრალდებულის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ადვოკატსაც და ბრალდებულსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს. ორივე მათგანი საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს.

როგორც ცნობილია, გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველების განცხადებით, ისინი პროკურატურის გაფრთხილებას მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე პროტესტს უცხადებენ და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელს არ მოაწერენ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია.

ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

წყარო: interpressnews.ge

კომენტარები

ადვოკატი გიორგი შაქარაშვილი 2020-08-13
ნინო ჩხეიძე
Tags ადვოკატი გიორგი შაქარაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ლელოს” მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მოულოდნელობა იყო, თუმცა ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ

შემდეგი სტატია

მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს

მსგავსი სტატიები

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

07 დეკ 2017
სააპელაციო სასამართლოში „ციანიდის საქმის“ განხილვა იწყება

სააპელაციო სასამართლოში „ციანიდის საქმის“ განხილვა იწყება

06 დეკ 2017
„მაჩალიკაშვილების ოჯახის თხოვნაა, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისის ხეობაში გაიმართოს“

„მაჩალიკაშვილების ოჯახის თხოვნაა, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისის ხეობაში გაიმართოს“

31 იან 2018

უახლესი ამბები

  • მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

    მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

  • 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

    15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge