- არაჟანი 27%-30% – 500 გ
- შაქარი – 180 გ
- ლიმონის ცედრა – 1/2 ჩ/კ
- კვერცხი – 2 ცალი
- ფქვილი – 3 ს/კ
- კარაქი – 250 გ
- ვანილის შაქარი – 2 გ
მომზადების წესები
არაჟანში აურიეთ კვერცხი, შაქარი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და ვანილი.
დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააცივეთ.
მანამდე ათქვიფეთ კარაქი მიქსერით ან ბლენდერით და ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული გაცივებული კრემი.
სქელი, ჰაეროვანი და არომატული კრემი მზად არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტებისა და ნამცხვრებისთვის, ასევე მიირთვათ სასურველ ხილთან ერთად.
წყარო: gemrielia.ge
კომენტარები