NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»“მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო – რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს”

“მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო – რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს”

01 აგვ 2020 საინტერესო 915 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

„ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია.

რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა იმ მანქანების ნაკადს გაუძლოს, რომელსაც ყოველწლიურად იმპორტს ვუკეთებთ. ესაა რამდენიმე ათეული ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წლიდან წლამდე ემატება ჩვენს ქალაქს. ჩვენ ამ თემაზე საუბარი და მოქმედებები დღეს არ დაგვიწყია. დაახლოებით, ორი წლის წინაა გაჟღერებული ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, დეტალურად მოვუყევით ჩვენს მოსახლეობას, თუ რა პოლიტიკის გატარებას გეგმავდა მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო სისტემაში. ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო და რაც მთავარია, სწორი გზა.

რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს, რეფორმის პირველი დღეა. რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან, თუ ერთი წლის წინ დანიშნულების ადგილამდე ერთი კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს, განსხვავებული სისტემით მოუწევთ გადაადგილება. მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო – რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

„ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში,“- აღნიშნა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება საცობებს, ხმალაძე ამბობს, რომ პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.

„ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

კომენტარები

TOP ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტი 2020-08-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა გეგიძე: ვერ შედგა კალაძე თბილისის მერად (ვიდეო)

შემდეგი სტატია

სახლი თბილისში, რომელიც 9 მლნ ლარამდე ღირს (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივა, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, „რადგან მათ ტაშით არავინ შეეგებება

თუ პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად მივა, სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ, „რადგან მათ ტაშით არავინ შეეგებება

ირაკლი შალიკაშვილი 16 თებ 2021

Important Points to Bear in mind When It Comes to Meet up with Women On the web

ნაგულისხმევად საიტისათვის 18 მარ 2021

გულისამაჩუყებელი სცენები ფილმებიდან

04 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge