NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო „ჯეომასკი“ ფართოვდება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო „ჯეომასკი“ ფართოვდება

30 ივლ 2020 ბიზნესი 261 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

30 ივლისი, 2020 წელს- საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისებას აგრძელებს. ამ
მიზნით ბანკმა კომპანია ,,ჯეომასკთან’’ პარტნიორობა დაიწყო. თანამშრომლობის
ფარგლებში მოხდა ფინანსური მხარდაჭერა საკერავი დანადგარის შესაძენად, რაც
საგრძნობლად შეუწყობს ხელს პირბადეების წარმოების ზრდას. ეს კი პანდემიის
პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკერავი დანადგარი 3 შრიან სამედიცინო
პირბადეებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე 370 000 დოლარის ინვესტიცია
განხორციელდა. საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ
კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.
„საქართველოს ბანკმა პანდემიის პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება
განახორციელა. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ნაწილია პირბადეების ადგილობრივად
წარმოების ხელშეწყობაც. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ჯეომასკი“ მნიშვნელოვან
როლს ითამაშებს COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენც, როგორც
პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტი ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ
მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს
პირბადეების აპარატების მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებას, რაც უფრო
ხელმისაწვდომს გახდის პირბადის შეძენა/ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილებში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული
საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

2020-07-30
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შალვა ნათელაშვილი: მზად ვარ, ავიღო პრემიერ-მინისტრის ფუნქცია, თუ …

შემდეგი სტატია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მთავარი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო სარჩელით საქართველოსგან 1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ

მსგავსი სტატიები

 „სილქნეტი“ პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება

 „სილქნეტი“ პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება

31 იან 2018

განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

21 ნოე 2018

დაჩი ცაგურია: უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას

16 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge