NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჯერ კიდევ არის დრო შეთანხმებისთვის, რომ ყველა დიდ ქალაქში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი დადგეს და 4 ოლქში – „ევროპული საქართველოს“

ჯერ კიდევ არის დრო შეთანხმებისთვის, რომ ყველა დიდ ქალაქში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი დადგეს და 4 ოლქში – „ევროპული საქართველოს“

29 ივლ 2020 პოლიტიკა 255 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, სამწუხაროდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონების ყველა ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

კაპანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ აქვს დრო წამოვიდეს იმ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ ერთობლივ კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების უფრო მაღალი შანსები ექნებათ.

„სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეგიონების ყველა ოლქში დააყენოს მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები და ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ არის დრო, შემდეგი 1-2 დღის განმავლობაში მაქსიმუმ, მათ შეუძლიათ წამოვიდნენ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დადგება და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, ხოლო სანაცვლოდ რამდენიმე ოლქში, კერძოდ, 4 ოლქში იქნება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჯამურად 12 ოლქში და შეიძლება მეტშიც, თუ მათი მხრიდან თანხმობა იქნება, გვყავდეს შეთანხმებული კანდიდატები, რომლებსაც ექნებათ შანსი, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნება“. ეს ოლქები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ავიღეთ იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც 2018 წელს პირველი და მეორე ტურებში დადგა, ანუ ეს ის ოლქებია, სადაც თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობლივი მხარდაჭერა ექნებათ კანდიდატებს, ალბათობა იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებენ არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

2020-07-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოლიციამ “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შემდეგი სტატია

თუ საბურთალოს რაიონში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს კონკურენტებს დაუყენებენ, არ არის გამორიცხული კანდიდატი „ნაცმოძრაობამაც“ დააყენოს

მსგავსი სტატიები

„შემოვარდნენ აბაზანაში და ორი სპეცრაზმელი აღმოჩნა საშხაპეში ჩატენილი“

16 დეკ 2017

პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს

11 სექ 2017
ალექსანრე დუგინი: თუ საქართველო კარგად მოიქცევა, რუსეთი ეხლა – არა, მაგრამ ოდესმე  ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს

ალექსანრე დუგინი: თუ საქართველო კარგად მოიქცევა, რუსეთი ეხლა – არა, მაგრამ ოდესმე ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს

ნინო ჩხეიძე 24 მაი 2019

უახლესი ამბები

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge