NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი „წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი „წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს

28 ივლ 2020 ბიზნესი 388 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

28 ივლისი, 2020 – საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და
„წიგნების თაროს“ პარტნიორობით, თელავში, ახალგაზრდებში ცოდნის და განათლების
პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია გაიმართა.
საოცარი ახალი სამყარო – ასეთია შემეცნებითი ღონისძიების სახელი, რომლის
ფარგლებშიც ახალგაზრდებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა
თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე
ისაუბრეს. ღონისძიებას „ჰოლიდეი ინნ თელავმა“ უმასპინძლა.
კონფერენცია საკმაოდ დატვირთული იყო. ის “წიგნების თაროს” თამაშით გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მოხსენებით “სტუდენტები ფიქრობენ”
წარსდგნენ.
კონფერენციაზე პაპუნა ტოლიაშვილის მასტერკლასი – „რა იწვევს ორგანიზაციულ
კრიზისს და როგორ ხდება ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანა“, ასევე ლევან
გიგინეიშვილის მასტერკლასი – „ფილოსოფიის ვნება“ ჩატარდა. ღონისძიება გელა
ბაბლუანთან შეხვედრით დასრულდა.
“საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი
პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ “წიგნების თაროსთან” პარტნიორობით მოგვეცა
შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის მსგავსი საინტერესო ღონისძების
ორგანიზებაში და ასევე, კიდევ ერთხელ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავალი თაობების
განათლებასა და განვითარებაში.” – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, “წიგნების თაროსა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობის
ფარგლებში ეს უკვე მესამე ერთობლივი ღონისძებაა. პანდემიის პირობებში
არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შეიქმნა. „ახალგაზრდები ბავშვების
მომავლისთვის“ – ასეთია “წიგნების თაროს სკოლის“ სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც
მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული
ახალგაზრდები არიან. 20 ივლისიდან კი პატარებისთვის საზაფხულო ონლაინ კურსი
დაიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე
გაკვეთილებს სთავაზობს.

კომენტარები

2020-07-28
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჰოლივუდის ოქროს ეპოქის უკანასკნელი წარმომადგენელი ოლივია დე ჰევილენდი 105 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა

მსგავსი სტატიები

იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა

იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ქათმის ფერმა აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ქათმის ფერმა აშენდა

თამუნა 15 ოქტ 2020
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  მხარდაჭერით „ALLPRINT“-ი წარმოებას აფართოვებს

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „ALLPRINT“-ი წარმოებას აფართოვებს

თამუნა 02 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge