NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ნაცმოძრაობა“ თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში მაჟორიტარებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე

“ნაცმოძრაობა“ თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში მაჟორიტარებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე

27 ივლ 2020 პოლიტიკა 264 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ კონსულტაციები ჰქონდათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომ რეგიონებში საერთო კანდიდატი ჰყოლოდათ, თუმცა მათი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ, 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეთ.

გიგი უგულავამ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ერთობას ალტერნატივა არ გააჩნია.

“ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების შერჩევა აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ მხრივ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია. თბილისის საერთო მაჟორიტარები უკვე შერჩეულია. ახლა რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. საზოგადოებისთვის ცნობილია და გაცხადებულია მათი პირველადი პოზიცია, რომ ისინი თბილისს გარეთ, 22-ვე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს დააყენებენ. მიუხედედავად ბევრი არგუმენტისა, რაც ჩვენს მიერ იყო წაყენებული, მათი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ეს მათი უფლება და მათი ნებაა. ამით ჩვენ რაიმე ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მინდა ასეთ ვითარებაში მოვუწოდო, რომ ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შესუსტდეს ივანიშვილთან მიმართებით. მინდა მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იასპარეზებენ”-განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

2020-07-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია

შემდეგი სტატია

დავით უსუფაშვილი: ზოგადად, ქართველი ხალხი არის გაწამებული, შეწუხებული იმ ცხოვრების პირობებით, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაშია

მსგავსი სტატიები

„ რა დააშავა კაშიამ“

31 ოქტ 2017
„დავიწყოთ შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში“

„დავიწყოთ შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში“

27 სექ 2018

დიმიტრი მედოევის ბრიუსელში ვიზიტს დავით ბაქრაძე ეხმაურება

05 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

    აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

  • ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

    ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

  • შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

    შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge