NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»” თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმეები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული”

” თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმეები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული”

25 ივლ 2020 საზოგადოება 906 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აღმასრულებელი დირექტორის ლია მუხაშავრიას განცხადებით, შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებმა გამოძიების ღრმად არსებული პრობლემები ცხადყო.

როგორც მუხაშავრიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ დაკარგა კვალიფიკაცია და ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო უნარები.

„გამოძიება გადაიქცა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად, ხოლო დანარჩენ მათ საქმიანობაზე ყოველგვარი კონტროლი მოიშალა, მათ შორის უმთავრესი კონტროლი, რომელსაც მართლმსაჯულება უნდა ახორციელებდეს. დაახლოებით ორი ათეული წლის მანძილზე, ბუნებრივია, გამოძიებამ დაკარგა კვალიფიკაცია და ის პროფესიული უნარები, რომლის გარეშე ეფექტური გამოძიების ჩატარება შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა ამის ნება და სახელისუფლებო დაკვეთაც კი არსებობს.

ვფიქრობ, შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებმა ცხადყო ღრმად არსებული გამოძიების პრობლემა და ზედაპირზე ამოიტანა ის საშინელი სურათი, რომელიც აქამდე შეიძლება ყველას დასანახი არ იყო“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

„ჩემდა სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც შაქარაშვილის და არც ბაჩალიაშვილს საქმე არ იქნება სათანადოდ გამოძიებული ზემოაღნიშნული მიზეზების გამო და მრავლად დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები როგორც დაზარალებულებს, ისე საზოგადოებას.

გამოძიების ყველა რგოლი, სისტემა მთლიანად არის, როგორც დღეს ტრენდულია, შეიძლება ითქვას, უკურნებელი ვირუსით დაავადებული და მისი გაჯანსაღება ან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ან შეუძლებელია, როგორც კორონავირუსის შემთხვევაშია“,- განაცხადა მუხაშავრიამ.

 

კომენტარები

გამოძიება ლია მუხაშავრია 2020-07-25
ნინო ჩხეიძე
Tags გამოძიება ლია მუხაშავრია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოწმის ახალი ჩვენების თანახმად, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

შემდეგი სტატია

აფრიკის კონტინენტზე შესაძლოა ახალი ოკეანე დაიბადოს

მსგავსი სტატიები

FAO-ს ახალი კვლევის მიხედვით, სოფლის გაძლიერება ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინაპირობაა

10 ოქტ 2017
სოცქსელში გავრცელებული ინფორმაციით StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა

სოცქსელში გავრცელებული ინფორმაციით StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2020
შალვა რამიშვილის ვაჟი, პატარა ალექსანდრე: გააჩერეთ პუტინი! გთხოვთ (ვიდეო)

შალვა რამიშვილის ვაჟი, პატარა ალექსანდრე: გააჩერეთ პუტინი! გთხოვთ (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 08 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge