2019 წელს „პორშეს“ ბრენდმა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“ წარუდგინა მსოფლიოს. „პორშეს“ ისტორია სწორედ ელექტროავტომობილით დაიწყო, ჯერ კიდევ 1898 წელს,ფერდინანდ პორშეს მიერ დაპროექტებული პირველიავტომობილი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.
„პორშეს“ ბრენდი ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიასითვლის. მისი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზითარის განპირობებული, პირველიეყრდნობა გამოცდილებას, ცოდნას და შრომას, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალხარისხს, პროფესიონალიზმს დაინოვაციურობას; მეორე მიზეზი აბსტრაქტულია – ემოცია, კავშირის მთავარი დამამყარებელი მომხმარებელსა დაავტომობილს შორის, შეგრძნება რომელსაც „პორშეს“ მართვისას იღებს მძღოლი. ყველა მოდელი 911-ის “დნმ”-ით იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობაროგორც მის ქროსოვერებში, ასევე ბიზნეს კლასისსედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდიხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტავად, რომ ყველაავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის „Taycan“–იც, რომლის „სული“ იგივე დარჩა და ზუსტად ის ემოციური „პორშეა“ რომელიც გიყვართ,განსხვავებული ენერგიის წყაროთი.
„Soul Electrified“ ანუ სულის ელექტრიფიცირება, ასე ჟღერს„Taycan“–ის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიცპორშესთვის დამახასიათებელ ემოციურ და სპორტულხასიათს, ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანის მიუხედავადინარჩუნებს. „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიისმთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, ქართველაუდიტორიამდე „Taycan“–ის ღირებულებების გასაგებენაზე მიტანა.
კამპანიის პირველ ეტაპზე საქართველოში მოღვაწესხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი და იგივეკითხვა დაუსვეს – „რა არის სული“?, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებული იყო, ყველა მათგანსაერთიანებდა „გრძნობა“, როგორც სულის მთავარიგანმსაზღვრელი ნიშანი, ეს კი პორშეს ღირებულებებთანძალიან ახლოს დგას.
მომდევნო ეტაპზე კომპანიამ ინსტალაციის დახმარებით გადაწყვიტა მიეტანა თავისი სათქმელი მომხმარებლებისთვის. 17 ივლისს, ღვინის ქარხნა #1-ისტერიტორიაზე გამოჩნდა ინსტალაცია, რომელზეც გამოსახულია ლათინური სიტყვა „SOUL“, სადაც „O“ბორბლის და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურადელექტროენერგიას აწვდის ინსტალაციას. ინსტალაციის განათება აწყობილია პორშეს ავტო ნაწილებით, ინსტალაცია დოდო ჩხეიძემ შექმნა. სული შეგვიძლია ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი.ინსტალაციის შინაარსის გაგებაში მასზე დამონტაჟებული ტექსტი დაგეხმარებათ – „სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა“. 24 ივლისიდანინსტალაციის ადგილას თქვენ შეგიძლიათ იხილოთ „პორშეს“ პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“-ი, რომელიც მედია წარმომადგენლებს „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ წარუდგინა.
კომენტარები