2009-10 წლებში, ბასილაშვილს უკვე ყველა იცნობდა და, გორინის აკადემიის ხელშეწყობით, მას რუსებიც დაუკავშირდნენ. ქართველმა რამდენიმე თვე რუსეთში მართლაც გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მიიღო, თუმცა დევისის თასზე რუსეთის სახელით თამაშზე კატეგორიული უარი განაცხადა. არადა წინადადება საკმაოდ მაცდურად გამოიყურებოდა, სამასი ათასი დოლარი წელიწადში, მაშინ როცა საქართველოში, ნაკრების მოთამაშეებს ხელფასი თვეში 100 ლარამდე ჰქონდათ. ნიკამ რუსები უარით გაისტუმრა და საქართველოს დროშის ქვეშ თამაში არჩია. მაშინ რუსეთის ნაკრებში ისეთი დიდი ჩოგბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ყოფილი პირველი ნომერი, მარად საფინი, ყოფილი მესამე ნომერი, ნიკალაი დავიდენკო და სხვები იყვნენ.
ამის შემდეგ, ბასილაშვილის კარიერა უკვე ვარსკვლავურია, მასზე ყველა წერს და აღმატებით ხარისხში საუბრობს. ის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იმ იშვიათ სპორტსმენებს შორისაა, რომელმაც მსოფლიოს ერთერთ პოპულარულ სპორტის სახეობაში ითამაშა და წარმატებას მიაღწია. ნიკამ საქართველოს სახელით 3 ტიტული მოიგო და მსოფლიოს რეიტინგში მე-16 იყო. გვჯერა, რომ ის კარიერაში კიდევ მეტს მიაღწევს, მაგრამ ჩოგბურთიდან ახლავე რომც წავიდეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე პოპულარულ სპორტებს შორის, მასზე უკეთესი ჯერ არავინ გვყოლია.
წყარო: leadersport.ge
კომენტარები