შეერთებული შტატები ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კადიროვი ადამიანის უფლებებს არღვევს. ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორშაბათს გავრცელდა.
”დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს აწესებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
”აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის, მათ შორის წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების და იძულებითი გაუჩინარებების ფაქტებისთვის. ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა მოხდეს,” -წერს მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ “ტვიტერში”
კომენტარები