რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამფუძნებელმა, ალექსეი ნავალნიმ, განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ფონდის ლიკვიდაციის შესახებ.
„ჩვენ მართლა იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“, რომელიც მე 9 წლის წინ დავაარსე, აღსასრულის დღე დაუდგა. იმიტომ, რომ ის უბრალოდ წაგვართვეს“, – წერს ნავალნი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნავალნიმ ახსნა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული კომპანია „მოსკოველი მოწაფის“ სარჩელით. ამ ორგანიზაციამ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს“, ალექსეი ნავალნისა და ლიუბოვ სობოლს, 2019 წელს სასამართლოში მოუგო 88 მილიონი რუბლი.
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები