NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ქართულ ოცნებას“ არ აქვს ინტერესი, ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში

ქართულ ოცნებას“ არ აქვს ინტერესი, ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში

16 ივლ 2020 პოლიტიკა 772 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არავითარი ინტერესი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, რომ რაიმე ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს იმისათვის, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებას, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების განთავსების თაობაზე.

ვოლსკის განცხადებით, ვერავინ შეძლებს, რომ სოციალურ ქსელში ისეთი რეკლამა განათავსოს, რომლის დაფინანსების წყარო გამჭვირვალე არ იქნება.

„ფინანსური ხარჯები, რომელსაც გასწევს ესა თუ ის სუბიექტი ან ორგანიზაცია საარჩევნო პერიოდში, გამჭვირვალე იქნება. „ფეისბუქზე“ რომელიმე პოსტის „ბუსტინგი“ აღარ იქნება შესაძლებელი იმის გარეშე, რომ წინასწარ არ იყოს გაცხადებული და გამოვლენილი ის ადამიანი, ან ორგანიზაცია, ვინც აფინანსებს ამა თუ იმ პოლიტიკურ რეკლამას. რასაკვირველია, მნიშნელოვანი თემაა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიდში. ვერავინ შეძლებს დაფარული ხარჯი გაიღოს იმისათვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს. არც ერთს და არც მეორე მხარეს არ უნდა უღირდეს რაიმე დარღვევაზე წასვლა. არავითარი ინტერესი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, რომ რაიმე ჩუმი და დაფარული ხარჯები გაიღოს იმისათვის, რომ ესა თუ ის პოლიტიკური რეკლამა გავიდეს საზოგადოებაში. ვფიქრობ, აქ მეტი საფრთხე მოგველის იმ ადამიანებისგან, ვინც ჩუმ-ჩუმად მონაწილეობს თავისი პირადი სარეკლამო რგოლების გავრცელებასა და დაფინანსებაში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქს“ მიმართეს, წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. „ეს გამჭვირვალობის წარმოუდგენლად მაღალ დონეს შექმნის და მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას და რატომ,“ – აღნიშნულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „ფეისბუქის“ საჯარო პოლიტიკის დირექტორის საპასუხო წერილში.

კომენტარები

2020-07-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა, ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია

შემდეგი სტატია

Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილი: ირაკლი კობახიძეს სიმწრის ოფლი ასხამს

ალეკო ელისაშვილი: ირაკლი კობახიძეს სიმწრის ოფლი ასხამს

ნინო ჩხეიძე 29 ოქტ 2020
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება

ირაკლი შალიკაშვილი 29 სექ 2021
მიხეილ სარჯველაძე: მგონია, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება

მიხეილ სარჯველაძე: მგონია, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 29 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge