NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ და წულუკიანი პარლამენტში მოაბრძანოთ

მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ და წულუკიანი პარლამენტში მოაბრძანოთ

13 ივლ 2020 პოლიტიკა 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბაჩანა შენგელიას სამსახურში არ აღდგენით კანონს არღვევს.

„ორი კვირის წინ ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკანონოდ შეუწყვიტეს საქმიანობა. მერე მიმართა იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს და სასამართლომ შეაჩერა ეს უკანონო ბრძანება. წაიღო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების ბიუროში და აღსრულებამ დაწერა, რომ შესრულდეს და აღუდგეს ეს უფლება. მინისტრი წულუკიანი ამ ბრძანებას არ ასრულებს, რაც არის კანონდარღვევა. სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ ორი კვირის წინ წულუკიანის მოსვლა კომიტეტზე და კითხვებზე პასუხის გაცემა. ის არ მოდის კომიტეტზე. ეს არის ბოლო სესია ამ ორი დღის განმავლობაში. იქნებ მოვიდეს წულუკიანი პარლამენტში. რაც ვიცით და ღია ინფორმაციაა, ის არღვევს კანონს, არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გვინდა რომ გვიპასუხოს. თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა პარლამეტში. კიდევ ერთხელ გთხოვთ პარლამენტის მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ ხვალ ზეგ ან დღეს, ამ სამი დღის განმავლობაში წულუკიანი მოაბრძანოთ პარლამენტში,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ შესაძლოა მინისტრის მოსვლა პარლამენტში ვერ უზრუნველყოს, სესიაზე დატვირთული დღის წესრიგის გამო.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მიმდინარე კვირაში შევძლებთ მინისტრის მოწვევას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როცა მობრძანდება პარლამენტში, ექნება თქვენს კითხვებზე პასუხები,“ – აღნიშნა თალაკვაძემ. .

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ იუსტიციის სამინისტრო დაადანაშაულა და პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

კომენტარები

2020-07-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება

მსგავსი სტატიები

“მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში”

“მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში”

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2020
„ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა“

„ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა“

03 ნოე 2018
პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულზე მეტია

პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულზე მეტია

ირაკლი შალიკაშვილი 29 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge