NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»როგორც ჩანს, ის ტექსტი, რაც იყო დაინიცირებული, დამძიმებულია – ეს საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის

როგორც ჩანს, ის ტექსტი, რაც იყო დაინიცირებული, დამძიმებულია – ეს საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის

09 ივლ 2020 პოლიტიკა 770 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვისაც, რადგან “ეს აღარ არის უბრალოდ განცხადებები”. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დოკუმენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში განიხილება და მისი მიღება რეალურია. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ თემას სერიოზულად უნდა შეხედოს.

“როგორც ჩანს, ის ტექსტი, რაც იყო დაინიცირებული, არის დამძიმებული. ამ კანონპროექტის განხილვები ალბათ იქნება სექტემბერში. ჩემი მოლოდინია, რომ ჩანაწერი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ იქნება მხარდაჭერილი. საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ეს ხელისუფლებისთვისაც და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვისაც, რადგან ტექსტები, რომელიც აქამდე გვესმოდა, იყო მხოლოდ განცხადებებში, პოსტებში ან ტვიტებში, ახლა გადადის უკვე ამერიკის კანონმდებლობაში. ეს აღარ არის უბრალოდ განცხადებები. საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი კეთდება ამერიკაში ორ ძირითად აქტში, ერთ თავდაცვის საკითხს შეეხება, მეორე – საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას. ორივეგან ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად მსგავსი პირობები. ამიტომ ჯობია, ხელისუფლებამ იმ გზავნილებს, რასაც ისინი უშვებენ ხოლმე, შეცვალონ და ამ თემას სერიოზულად შეხედონ”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

კომენტარები

2020-07-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Online dating services Services Do not Provides Personal data, Which Fails the Spiral of Dating

შემდეგი სტატია

ეს არის ის გზავნილი, რაც დამარცვლით დაიწერა ვაშინგტონში “ოცნების” და ივანიშვილის გასაგონად

მსგავსი სტატიები

არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ფრენები არჩევნებამდე აღადგინოს და ამით ხელი წაუკრას ივანიშვილს, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა პუტინის უმთავრესი ინტერესია

არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ფრენები არჩევნებამდე აღადგინოს და ამით ხელი წაუკრას ივანიშვილს, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა პუტინის უმთავრესი ინტერესია

ირაკლი შალიკაშვილი 04 ოქტ 2019
ლევან კობერიძე – გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ

ლევან კობერიძე – გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ

04 იან 2019
“ეს კენჭისყრა იქნება ალბათ კულმინაცია,” – ბესელია საკუთარი ინიციატივის მხარაჭერას ელის

“ეს კენჭისყრა იქნება ალბათ კულმინაცია,” – ბესელია საკუთარი ინიციატივის მხარაჭერას ელის

21 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge