NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბეზპრედელშიკების“ გაბატონებაა საქართველოში – გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე

ბეზპრედელშიკების“ გაბატონებაა საქართველოში – გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე

09 ივლ 2020 პოლიტიკა 1073 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში, – განცხადება ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური.

„ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. მისი შვილი, ბერა, რომელიც მეგობრობს „კანონიერ ქურდთან“ და მის შვილთან, „კაწროსთან“, შექმნეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დადის და ხოცავს ახალგაზრდებს. ივანიშვილის ძმამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ასკანელებმა, შექმნეს ასევე, გაკრიმინალურებული სპორტსმენებისა და ბანდიტების დაჯგუფება, რომელიც ატერორებს, ართმევს ბიზნესს, აშინებს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში. მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია.

პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ თვითონ არის იქ,“- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და ის იქნება ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გამარჯვებული.

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე. ეს უკანონობა, არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება. ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები და, რა თქმა უნდა, უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული, კონკრეტულად მოსკოვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოს დასუსტების, განადგურების, მსოფლიო იზოლაციის და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა არის ძალიან ახლოს. ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი ჯარისკაცი, მაგრამ ასევე, თქვენთან ერთად ვიქნები ერთ-ერთი გამარჯვებული,“- განაცხადა სააკაშვილმა

კომენტარები

2020-07-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სისტემა პრაქტიკულად დალპა, არანაირი ნდობა ჩვენს საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნია

შემდეგი სტატია

მოლოდინი არ მაქვს, რომ აშშ რაიმე კუთხით ოფიციალურ დონეზე იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა

მსგავსი სტატიები

საქართველოში ხვალ Pfizer-ის ვაქცინის 168 000 დოზა შემოვა

საქართველოში ხვალ Pfizer-ის ვაქცინის 168 000 დოზა შემოვა

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივლ 2021
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში – უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ – Слава Україні!

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში – უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ – Слава Україні!

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2023
„არ მიხარია იმის დაწერა რაც ახლა უნდა დავწერო“

„არ მიხარია იმის დაწერა რაც ახლა უნდა დავწერო“

17 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge