NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს

კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს

30 ივნ 2020 საინტერესო 601 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რამაც ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა.

მისივე თქმით, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, შეიძლება მას მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. იმის შემდეგ, რაც ბიზნეს-აქტივობები გაიხსნა, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს აბსოლუტური უმრავლესობა ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ კორონავირუსთან კარგად მოქცევას არ გავაგრძელებთ, მაშინ უფრო ახლოს იქნება. ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში ევროპაში წარმოიშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, ის ასევე შეეხო ახალ ვირუსს, რომელიც ჩინეთში ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა და აღნიშნა, რომ მას პანდემიური პოტენციალი აქვს, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის რისკი ნაკლებია. „რაც შეეხება ახალ ვირუსს, ახალი ვირუსი ჩინეთში და სხვაგანაც ძალიან ხშირადაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს. მათ პანდემიური პოტენციალი აქვთ და ასეთი ბოლო წლებში 5-6 გამოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ პანდემიური პოტენციალი არ შეუძენიათ, იმიტომ, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს“,-აღნიშნა იმნაძემ.

კომენტარები

TOP გადამდები კორონავირუსი მუტაცია 2020-06-30
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გადამდები კორონავირუსი მუტაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სავარაუდოდ, 6 ივლისიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები, შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს არ ეხება

შემდეგი სტატია

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

მსგავსი სტატიები

უსასრულო გარანტია საბურავებზე, 20%-იან ქეშბექ აქციასთან ერთად, თეგეტა მოტორსისგან

უსასრულო გარანტია საბურავებზე, 20%-იან ქეშბექ აქციასთან ერთად, თეგეტა მოტორსისგან

ირაკლი შალიკაშვილი 12 აგვ 2019

What Everybody Dislikes About Write My Dissertation Uk and Why

06 თებ 2020

10 ეკრანული წყვილი რომელიც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ იტანდა

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge