NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს

ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს

29 ივნ 2020 პოლიტიკა 646 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე აჩვენებს ქართული საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციის ძალას და საქართველოს მეგობრების დახმარებას ქართველი ხალხის მიმართ.

„ეს შედეგი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, არის კარგი ცვლილებები. ეს არ არის ის, რასაც ითხოვდა ქართული საზოგადოება, ანუ სრულად პროპორციულს, მაგრამ ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ამით არ ამოწურულა ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა – 8 მარტის შეთანხმების მთლიანად შესრულება და ეს გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლებას. კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საკითხი დამთავრებული არ არის. ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება, მერე გვჭირდება შედარებით ნორმალური კამპანია და მერე უნდა შევაგუოთ ივანიშვილი, რომ ქვეყანისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით და მშვიდობიანი არჩევნების გზით, ის დაკარგავს ძალაუფლებას“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღწეულია, თუმცა წინ „სეიროზული ამოცანებია“.

„ასეთი მავნებლური და სამარცხვინო ხელისუფლების დროსაც კი, გონივრული მოქმედება იძლევა შედეგებს და ეს შედეგია დღეს. ვინმეს რომ ეთქვა ერთი წლის წინ, ივანიშვილის პოლიტიკური „კლოუნები“ იზეიმებდნენ პროპორციული არჩევნების მიღებას და გამოაცხადებდნენ ოპოზიციაზე გამარჯვებადო, შეიძლება ვიღაცას გაეცინა. სიცილს რომ თავი დავანებოთ, წინ გვაქვს სერიოზული ამოცანები. ეს ერთი ამოცანა მიღწეულია და უნდა მივაღწიოთ შემდეგ ამოცანებსაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველასთვის, მათ შორის მათთვისაც კარგი იქნებოდა გამოეშვათ რურუა, მაგრამ ივანიშვილს კიდევ ერთხელ უნდოდა გასვლოდა, რომ მე გადავაგდებ საზოგადოგადოებასო და ყველაფერი ნორმალურად არისო, მაგრამ არ არის ყველაფერი ნორმალურად“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

2020-06-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Pros in Political Science

შემდეგი სტატია

ტყუილად ნუ ეცდება „ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს დიდი წარმატება – რომ არა ოპოზიციური ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდოდა

მსგავსი სტატიები

თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ-ოპოზიციამ ინტერპელაციის მეთოდი აამოქმედა

თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ-ოპოზიციამ ინტერპელაციის მეთოდი აამოქმედა

ირაკლი შალიკაშვილი 16 მაი 2019
ზაზა სარალიძე პარლამენტთან შეუძლოდ გახდა

ზაზა სარალიძე პარლამენტთან შეუძლოდ გახდა

26 სექ 2018
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ​მსვლელობას მართავენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ​მსვლელობას მართავენ

ირაკლი შალიკაშვილი 15 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge