NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან, კარგია, გაკვეთილია

არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან, კარგია, გაკვეთილია

29 ივნ 2020 საინტერესო 400 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია, – ამის შესახებ “ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე საკონსტუტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა “ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს”.

“საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.

ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.

პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.

არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია…

მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს!” , – წერს კალაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

TOP დემოკრატული პროცესები საკონსტიტუციო ცვლილებები 2020-06-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP დემოკრატული პროცესები საკონსტიტუციო ცვლილებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

What is the Experts in Information Science Program?

შემდეგი სტატია

I’ve Someone to Write My Paper For Me Learn The Way to Compose Your Own Personal Essay For a Appealing Topic

მსგავსი სტატიები

Essay Writers

ნაგულისხმევად საიტისათვის 03 დეკ 2020
ნაციონალურ მოძრაობას“ – მე არსად წასვლას არ ვაპირებ – თქვენ დაგასრულებთ

ნაციონალურ მოძრაობას“ – მე არსად წასვლას არ ვაპირებ – თქვენ დაგასრულებთ

ირაკლი შალიკაშვილი 06 სექ 2019

Is There Anything As The Dismal Science?

05 თებ 2020

უახლესი ამბები

  • ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

    ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge