NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა

კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა

26 ივნ 2020 პოლიტიკა 620 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კახა კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძის სიტყვები „სიმართლის მუშტი“ ძალადობის წახალისება და „თავისუფალ მედიაზე პირდაპირი მუქარაა“.

„რომ შევიტყვე ეს ამბავი, მეგობრებთან ირონიულად ვთქვი, რომ დამთავრდა მეურნე მერის თამაშის ისტორია, 1-2 წლის განმავლობაში კალაძე რუდუნებით თამაშობდა მეურნე მერის ფუნქციას, ანუ მერის, რომელიც მიმდინარე პოლიტიკაზე რაღაც თვალსაზრისით მაღლა დგას და აინტერესებს ინფრასტრუქტურა, ქალაქის განვითარება, რაც ყველას გვეხება. ამ თვალსაზრისით მან ბოლომდე დაიმარხა თავი. ჯერ ერთი, „სიმართლის მუშტი“ არის ოქსიმორონია, სიმართლე იმიტომაა სიმართლე, რომ მუშტი არ სჭირდება. მეორე, ხელისუფლების ყველა გამოვლინებაში ვხედავთ ძალადობას და კალაძის ეს სიტყვები პირდაპირ წახალისებაა ძალადობის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სიბრიყვე და უვიცობაა. ისტორიულად სიმართლე იმით განსხვავდება ტყუილისგან, რომ არასდროს მისი იმპლემენტაცია, დაჯერება არ ყოფილა მუშტით შესაძლებელი. მუშტით ახდენ ტყუილის დაშინებით შეჩეჩებას საზოგადოებისთვის. პოზიციონერება, როგორც ეს მოახდინა, ნიშნავს, რომ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. პლუს კალაძე არის იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც საერთაშორისო თაღლითობაშია შემჩნეული და „ქართული ოცნება“ საქართველოში და მსოფლიო ხელისუფლებებს შორისაც არის ჩემპიონი ფეიქ-ნიუსის, არავთენტური მოქმედებებისა და ყალბი ბოტების და ა.შ. მთელი ფაბრიკაციის. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, არაფერი რომ არ ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა თავისუფალ მედიაზე. საქრთველოში მედიის თავისუფლების კუთხით ყოველთვის პრობლემა გვქონდა და გვაქს, აქ უფრო საუბარია ხარისხზე. ის, რასაც ჩვენ სახელისუფლებო მედიაში დღეს ვხედავთ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, წინა ხელისუფლების შეცდომების ანალოგიაც არ იქნება, ეს უფრო მეტად დაემსგვასა ასლან აბაშიძის პროპაგანდისტულ მანქანას. იმის გამო, რომ ივანიშვილი გავს თვითონ ასლან აბაშიძეს გაჭრილი ვაშლივით“,- აგანცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება

კომენტარები

2020-06-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად

შემდეგი სტატია

ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა – არა

მსგავსი სტატიები

არავინ არსად შევარდნას არ აპირებს

არავინ არსად შევარდნას არ აპირებს

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2021
საქართველოს პარლამენტი დღეს ხდება სრულფასოვანი ორგანო, რომელსაც ნაკლი არ გააჩნია

საქართველოს პარლამენტი დღეს ხდება სრულფასოვანი ორგანო, რომელსაც ნაკლი არ გააჩნია

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივნ 2021
ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები და აქციზი

ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები და აქციზი

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2020

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge