NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო ორშაბათს კენჭისყრის შემდეგ იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია

დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო ორშაბათს კენჭისყრის შემდეგ იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია

26 ივნ 2020 საინტერესო 940 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო ორშაბათს კენჭისყრის შემდეგ იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა.

მისი თქმით, აღნიშნული პირობა არის აუცილებელი, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, რომელიც ორი მოსმენით უკვე გავლილია და ორშაბათს ამ პარლამენტში იქნება მესამე მოსმენა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი“,- განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა პროგრესი და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, რისთვისაც ქვეყანა უნდა მომზადდეს.

„არავის არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომ პროგრესი არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს. საბოლოო შედეგი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს 1, ზოგ შემთხვევაში კი 10 წლის შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან. ჩვენი ძირითადი ამოცანა დაფუძნებულია ჩვენს ფასეულობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ამისთვის მოვამზადოთ“,- განაცხადა გახარიამ

კომენტარები

TOP კენჭისყრა პროპორციული საარჩევნო სისტემა საპარლამენტო დემოკრატი 2020-06-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP კენჭისყრა პროპორციული საარჩევნო სისტემა საპარლამენტო დემოკრატი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Essay Writer Fundamentals

შემდეგი სტატია

რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად

მსგავსი სტატიები

ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ, ინვესტორს ველაპარაკებით და იმედი მაქვს, რომ დავითანხმებთ კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ

ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ, ინვესტორს ველაპარაკებით და იმედი მაქვს, რომ დავითანხმებთ კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2021
რა გავლენა ექნება კომუნიკაციების კანონს საქართველოს ბიზნესკლიმატზე?

რა გავლენა ექნება კომუნიკაციების კანონს საქართველოს ბიზნესკლიმატზე?

ირაკლი შალიკაშვილი 17 აგვ 2020
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა

ირაკლი შალიკაშვილი 07 სექ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge