NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება

ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება

24 ივნ 2020 პოლიტიკა 816 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის. გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობდა, რომ მთაწმინდაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი დაეყენებინათ, მაგრამ, როცა ეს ვერ მიიღო, გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ალეკო ელისაშვილი კოორდინირების იდეას უბინძურესი ბრალდებებით და უბინძურესი ლექსიკონით დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც იქამდე მოლაპარაკებებში ჩემთან ერთად დავით ბაქრაძე იყო და ორ ადგილს ითხოვდა. ითხოვდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთაწმინდაზე იოსელიანი დაეყენებინა. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის რას გვევაჭრებოდა ? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს ივანიშვილის დახმარებაა. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, პრაქტიკულად პირდაპირ თქმაა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას, აბა მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა თუ როგორაა მაგის საქმე ? ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მას ვთავაზობდით თვითონ დამდგარიყო. ძლიერი კანდიდატების დაყენება გვინდა, რომ პირველ ტურში ივანიშვილი დამარცხდეს, ქვეყანას რისკები ავაცილოთ და თან მრავალფეროვნება იყოს. მაგრამ, როცა ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას და ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ „მაგან ხომ წააგოო“, ეგ რა ტექსტია ? ყველას წაგებული აქვს, მაგასაც წაგებული აქვს არჩევნები და რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მქონე კანდიდატს მთაწმინდაზე? მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

2020-06-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნაცმოძრაობის“ და „ევროპულ საქართველოს“ დამოკიდებულება უკიდურესად უპასუხისმგებლოა, მივმართავ მათ, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და შეასრულონ პირობა

შემდეგი სტატია

ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, ასე გააგრძელონ, ეს კარგია ჩვენთვის და ქვეყნისთვის

მსგავსი სტატიები

,,ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, საქართველო უნდა დაიყოს 23 სამმანდატიან და 1 ოთხმანდატიან ოლქად’

,,ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, საქართველო უნდა დაიყოს 23 სამმანდატიან და 1 ოთხმანდატიან ოლქად’

22 მაი 2018
“მახსოვს 2012 წელს მთხოვდა ხოლმე, რომ იქნებ რამენაირად დავხმარებოდი, რომ მარგველაშვილის ნაცვლად ის წამოეყენებინათ პრეზიდენტად”

“მახსოვს 2012 წელს მთხოვდა ხოლმე, რომ იქნებ რამენაირად დავხმარებოდი, რომ მარგველაშვილის ნაცვლად ის წამოეყენებინათ პრეზიდენტად”

31 ივლ 2018

„პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე“

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge