NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

23 ივნ 2020 პოლიტიკა 314 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომელიც არის ქართული საზოგადოების დაკვეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვილებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნად ჩაითვალოს, აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წარმომადგენლები სხდომაზე კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე უარს ამბობენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ვნებათაღელვის საგანი და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ, მათ შორის, შეიძლება ვთქვათ, ტოპ ათეულში პირველ ადგილზე იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებებიო, როდესაც მათ გარეშეც იმ დღეს ვნახეთ, რომ 116 ხმა ჰქონდა. თუმცა ეს დღეს მეორეხარისხოვანია. მე ვფიქრობ, რომ დღესაც კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვანადაც კი მივიჩნიოთ, ამიტომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაახლოებით, 1 საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და დარწუნებული ვარ, იმავე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით გავა. მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

2020-06-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაქვს განცდა, რომ „ნაცმოძრაობას” არ სურს ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და ამას თავისი სიბრიყვით ხელს უწყობს დეგრადირებული, მორალურად ჩამოშლილი „ქართული ოცნება”

შემდეგი სტატია

მაღალი რისკია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდეს, საერთოდ თუ გრძნობენ რამხელა პასუხისგებლობაა მისი ჩაგდება?!

მსგავსი სტატიები

„ედისონ რისერჩი“: „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი 54%, ენმ-ის კანდიდატი – 24%

21 ოქტ 2017
თუ არ შეიქმნება კომისია, ეს იქნება დასტური, რომ არნახული გადატრიალება მზადდებოდა პატრიარქის შეცვლის სახით –

თუ არ შეიქმნება კომისია, ეს იქნება დასტური, რომ არნახული გადატრიალება მზადდებოდა პატრიარქის შეცვლის სახით –

ირაკლი შალიკაშვილი 11 ნოე 2019
„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

04 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge