ევრონაცებმა” დაინახეს, რომ თავად დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება და არა ქვეყნის ინტერესებიდან. რურუაზე რაიმე ფორმით ჩაბღაუჭება, რომ ვითომ, პოლიტპატიმარია, ესეც მათი პოლიტიკური თამაშების ნაწილია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას გუშინდელმა კენჭისყრამ ნათლად დაანახა, რომ „ქართულ ოცნებას” საკმარისზე მეტი ხმის მობილიზება შეუძლია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, კილაძის თქმით, ის „თამაშგარე მდგომარეობაში” დარჩა.
„იმის რესურსი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველამ ერთად მივიღოთ „ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფების გარეშე. მთავარია ის, „ევრონაცებმა” დაინახეს, რომ თავად დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულებისკენ, ეს რა თქმა უნდა, დაარტყამდა მათ იმიჯსაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ მგონია, რომ საკუთარი ინტერესებიდან მიიღეს გადაწყვეტილება და არა ქვეყნის ინტერესებიდან. რურუაზე რაიმე ფორმით ჩაბღაუჭება, რომ ვითომ, პოლიტპატიმარია, ესეც მათი პოლიტიკური თამაშების ნაწილია. იმ კონფიგურაციით, რაც გუშინ დავინახეთ, გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, მხარი „ევრონაცებმა” რომ არ დაუჭირონ. „ნაციონალური მოძრაობა” კი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, რაც მათთვისვე არის ძალიან სამწუხარო, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ქართველი ხალხის გვერდით რომ არ დგანან, ეს მათთვის არის საზიანო,”- განაცხადა სოფო კილაძემ.
კომენტარები