NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რევაზ კოპალაძე : კომპანიის ბენეფიციარებმა დაყოვნების გარეშე მოგვაწოდეს სრული ინფორმაცია ცვლილების შესახებ და წარვადგინეთ კომისიაში

რევაზ კოპალაძე : კომპანიის ბენეფიციარებმა დაყოვნების გარეშე მოგვაწოდეს სრული ინფორმაცია ცვლილების შესახებ და წარვადგინეთ კომისიაში

21 ივნ 2020 ახალი ამბები, საზოგადოება 1410 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„კომპანიის მენეჯმენტს, მის გენერალურ დირექტორს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს რაღაც ზემოქმედება მოახდინოს ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში, სხვა იურისდიქციაში გარიგებას აწარმოებენ,“ – ამის შესახებ „კავკასუს ონლაინის” გენერალურმა დირექტორმა, რევაზ კოპალაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში”, კომპანიისა და კომუნიკაციების კომისიის დავის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

კომუნიკაციების კომისიასა და „კავკასუს ონლაინს“ შორის დავა გამოიწვია ხარვეზმა, რომელიც კომპანიის ბენეფიციარების ცვლილების დროს კომისიამ დაადგინა.

„კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი კომპანიები ძალიან დიდი ხანია არ შეცვლილან, ისინი არიან ის კომპანიები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ, უბრალოდ შეიცვალა ერთ-ერთი ამ კომპანიის ბოლო ბენეფიციარი, ფიზიკური პირი.

„კავკასუს ონლაინს“ სასამართლოში აქვს გასაჩივრებული ვალდებულება იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთი ვალდებულება წინასწარ შეტყობინების, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ გვქონდა ეს შეტყობინების ვალდებულება.

„კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, რაღაც გავლენა მოახდინოს, ან ინფორმაცია მოიპოვოს სხვა ქვეყნის იურისდიქციაში ფიზიკურ პირებს შორის მომხდარი გარიგების შესახებ, ამავდროულად, ან ინფორმაციის მოწოდება არ ხდება ავტომატურად, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი არის ასეთი, როდესაც კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ მომართა, განეახლებინა ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ, ჩვენ ეს არ ვიცოდით, მაგრამ მივწერეთ ჩვენს დამფუძნებელ კომპანიებს, რომ ბოლო ბენეფიციარების დონეზე ხომ არ მოხდა გარკვეული ცვლილებები და ყოველგვარი შეყოვნების და შეფერხების გარეშე ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია, რომ მოხდა ეს ცვლილება და კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარვადგინეთ ეს ინფორმაცია, ჩავაბარეთ ყველა საბუთი, რომელიც არის კანონით მოთხოვნილი და ამის საფუძველზე დაიწყო კომისიამ…

ეს მოთხოვნა, სამართლებრივი ვალდებულება ნამდვილად არსებობს, თუმცა ყველამ იცის ეს, თვითონ კომუნიკაციების კომისიამაც, რომ კომპანიის მენეჯმენტს, მის გენერალურ დირექტორს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს რაღაც ზემოქმედება მოახდინოს ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში, სხვა იურისდიქციაში გარიგებას აწარმოებენ,“ – აცხადებს კოპალაძე გადაცემის ეთერში.

ცნობისთვის, 25 ივნისს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს „კავკასუს ონლაინის“ საკითხზე. დიდი ალბათობით, სწორედ ამ დღეს გადაწყდება ჩამოართმევენ თუ არ კომპანიას ლიცენზიას იმ ხარვეზის გამო, რომელიც მას 2019 წელს დაუფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა იმისა, რომ ხარვეზის გამო „კავკასუს ონლაინმა“ ჯარიმა გადაიხადა, კომუნიკაციების კომისიას სადავო საკითხზე ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის საშუალებით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის – ფრანკფურტისა და სოფიის – ე.წ ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან. „კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტია.

კომენტარები

2020-06-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Essay creating can be a serious procedure and should not be taken lightly

შემდეგი სტატია

Essay creating can be a serious procedure and should not be taken lightly

მსგავსი სტატიები

„თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება

16 აგვ 2017

Twenty main Strategies to Make Your Web-site Trustworthy To Your Visitors

07 ივნ 2018
გიორგი გახარია: სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

გიორგი გახარია: სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

ნინო ჩხეიძე 04 იან 2021

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge