NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები

მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები

19 ივნ 2020 პოლიტიკა 751 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრას ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „ლეიბორისტური პარტიის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

მელიას თქმით, შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს ან განვითარების შანსი ჰქონდეს, „როდესაც ქვეყნის მართვის სათავეებთან არის ოლიგარქი“.

„მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ადამიანი, რომელიც აკეთებს პოლიტიკას და რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი მოწინააღმდეგე, ყველასი – როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოსახლეობის, არის ოლიგარქი, ადამიანი, რომელიც მხოლოდ ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს ან გავითარების შანსი ჰქონდეს, სადაც ქვეყნის მართვის სათავეებთან არის ოლიგარქი. ოლიგარქია არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. დღეს მართვის სათავეებში არის ადამიანი, რომელმაც დეკლარირებულად თქვა, რომ ამ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს მომავალი, უნდა ჰქონდეს მხოლოდ ოლიგარქიული მომავალი. ასე რომ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს არჩევანი არის ის, რომ ან ხარ ისტორიის სწორ მხარეს ან ხარ ისტორიის არასწორ მხარეს. ან ხარ ფარცხალაძე-მურუსიძე-ჩინჩალაძეებისკენ ან საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების ნათელი მომავლის მხარეს“,- განაცხადა მელიამ.

ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები

2020-06-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაჟორიტარებს სიურპრიზები არ გვახასიათებს – ამჯერად ჩვენი პოზიციაა, რომ უკლებლივ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

შემდეგი სტატია

იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე – მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ

მსგავსი სტატიები

დავით ზალკანიანი: აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად

დავით ზალკანიანი: აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2020
კობახიძე: გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს

კობახიძე: გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს

09 აპრ 2018
შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაცმოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს? მალე საკუთარ თავს გამოუცხადებენ ბოიკოტს

შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც “ნაცმოძრაობა” არ აცხადებს ბოიკოტს? მალე საკუთარ თავს გამოუცხადებენ ბოიკოტს

ირაკლი შალიკაშვილი 25 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge