NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არ მინდა ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია მის კვალიფიკაციას დავაბრალო – ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელს და იურიდიულ კვალიფიკაციას

არ მინდა ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია მის კვალიფიკაციას დავაბრალო – ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელს და იურიდიულ კვალიფიკაციას

18 ივნ 2020 პოლიტიკა 1075 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მისი კოლეგის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი მიქაუტაძესთან, გვრიტიშვილთან, სერგო მეთოფიშვილთან მხარდამხარ, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში არის. არ მინდა ეს მხოლოდ მის კვალიფიკაციას დავაბრალო – ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელს და იურიდიულ კვალიფიკაცის. უფრო სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ამუშავდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც უმრავლესობის სახით მან მიიღო, როდესაც იუსტიციის საბჭოში დაინიშნა. როგორც ჩანს, მას „ქართული ოცნების“ წინაშე, ვინც უმრავლესობით დანიშნა, რაღაც ვალდებულებები აქვს და ახლა, როდესაც იქმნება რაღაც ახალი სამსჯელო, სადისკუსიო, სამწუხაროდ, ნაზი გვრიტიშვილთან, მიქაუტაძესთან, სერგოსთან ერთად ამ ყველაფრის მონაწილეა.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა კითხვები იყოს აქ, მაგალითად, 2017 წელს ირაკლი კობახიძე მეუბნებოდა, რომ პოლიტიკოსი ვიყავი. ერთი ადამიანის გემოვნების თემა ვერ იქნება, ვინ არის პოლიტიკოსი და ვინ არა. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს მაშინ შეიძლება იყოს სამართლებრივი დავის საგანი. გვრიტიშვილს, მიქაუტაძეს, მეთოდიშვილსა და ქალბატონ ჯანეზაშვილს შეუძლიათ, მიმართონ სარჩელით და სასამართლოში გავარკვიოთ ეს ამბავი. სასამართლო რომ ჩემს მხარეს არ დადგება, მგონი, ეს კარგად გესმით“, – განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს და საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კანონს არღვევს. “ანა დოლიძემ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა მეც და არასამთავრობო სექტორიც იმიტომ, რომ როდესაც მხარს გიჭერენ, როდესაც შენს გვერდით დგანან და იბრძვიან, შენ უნდა იყო სუფთა და კანონს უნდა იცავდე”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.

კომენტარები

2020-06-18
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე

შემდეგი სტატია

სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია მათი წარმატების შანსი – ეს არის ნული

მსგავსი სტატიები

იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, შემდეგ სააკაშვილი გაასამართლა – თუ ადამიანი გულწრფელად აჩვენებს სინანულს, რთული საკითხია, არ მივცეთ გამოსწორების შანსი

იმ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, შემდეგ სააკაშვილი გაასამართლა – თუ ადამიანი გულწრფელად აჩვენებს სინანულს, რთული საკითხია, არ მივცეთ გამოსწორების შანსი

ირაკლი შალიკაშვილი 05 სექ 2019
„ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია, თავდასხმები, შეურაცხყოფა“

„ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია, თავდასხმები, შეურაცხყოფა“

02 ნოე 2018
არველაძე: „პარტიის ლიდერად კი არა, ქვეყნის ლიდერად უნდა მოვიდეს“

არველაძე: „პარტიის ლიდერად კი არა, ქვეყნის ლიდერად უნდა მოვიდეს“

26 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge