NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ

ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ

11 ივნ 2020 პოლიტიკა 569 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართული საზოგადოებაც ხედავს, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში და ამას მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მეგობრებიც,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 13 ამერიკელი კონგრესმენის ხელმოწერილი დოკუმენტს, სადაც წერია, რომ „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.

ბოკერიას განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი არის გზავნილი ივანიშვილისთვის. „საქართველოს მეგობრები და პარტნიორები, ვისაც პრაგმატული და პრინციპული ინტერესი აქვს, რომ საქართველო ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს და პუტინის რუსეთმა ვერ გაიტანოს თავისი ამ რეგიონშიც, არიან შეშფოთებულები. ქართული საზოგადოებაც ხედავს, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში და აქედან გამომდინარე, ამ დიდ ბრძოლაში თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის, ქართულმა საზოაგადოებამ ეს დიდი ხანია იცის, ოღონდ ახლა ამას მკაფიოდ ხედავენ მეგობრებიც და, ბუნებრივია, ის, რომ ასეთ გზავნილს აკეთებენ, ასეთი ტერმინების გამოყენებით, უნდა იყოს სერიოზული სიგნალი თვითონ ივანიშვილისთვის. ჩვენი ინტერესია, რომ ის დროზე მოვიდეს გონს, აღარ გააგრძელოს დესტაბილიზაციის მცდელობები საქართველოს შიგნით. შეეგუოს მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების შედეგებს, რაც დასრულდება ხელისუფლებიდან მისი ჩამოცილებით. ეს არის საქართველოს ინტერესები და ამაში საქართველოს ეხმარებიან მეგობრები“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, ყოფილა თუ არა მსგავსი შეფასებები საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რომელიმე ხელისუფლების დროს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ, მოკლე მონაკვეთში“,- განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

2020-06-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია!

შემდეგი სტატია

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული

მსგავსი სტატიები

ნათელაშვილი: მიმდინარე კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი გამოცხადდა არალეგიტიმურად

22 სექ 2017
“ქართული ოცნების” გაზულუქებული ჩინოვნიკები ხედავენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის, ხალხის ხარჯზე მუქთად ცხოვრების ორი დღე დარჩათ

“ქართული ოცნების” გაზულუქებული ჩინოვნიკები ხედავენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის, ხალხის ხარჯზე მუქთად ცხოვრების ორი დღე დარჩათ

ირაკლი შალიკაშვილი 29 ოქტ 2020
“ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი”

“ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი”

ირაკლი შალიკაშვილი 28 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge