NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პირბადის ტარება 24 საათი წარმოუდგენელია, ამიტომ მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდისაა აუცილებელი მისი ტარება და როდის შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი

პირბადის ტარება 24 საათი წარმოუდგენელია, ამიტომ მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდისაა აუცილებელი მისი ტარება და როდის შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი

02 ივნ 2020 პოლიტიკა 343 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ მოქალაქე პირბადეს არ გაიკეთებს და დაჯარიმდება, ჯარიმა უნდა იყო, მისთვის შემაწუხებელი, რომ წესების დაცვა აიძულოს და არა იმ საფასურის, რომ მისთვის ეს „დამანგრეველი გახდეს”. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლო ჯარიმების დაწესების თაობაზე ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ჯარიმა გარკვეულწილად მნიშვნელოვანია ასეთი პანდემია-ეპიდემიის დროს, მაგრამ არა ისეთი ჯარიმა, რომელმაც შეიძლება უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდოს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა.

„ჯარიმას უნდა ჰქონდეს პრევენციული მექანიზმი, უნდა იყოს ერთგვარი შემაწუხებელი დამრღვევისთვის, მაგრამ არ უნდა იყოს დამანგრეველი. ადამიანები, რომლებიც ვერ გადაიხდიან დიდ ჯარიმებს, საბოლოო ჯამში ისევ სახელმწიფოს ტვირთი ხდება და მათი ცხოვრება კიდევ უფრო უარესდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა გონივრული უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, პირბადის ტარება 24 საათი წარმოუდგენელია, ამიტომ ძალიან მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდის და რა შემთხვევებში არის აუცილებელი პირბადის ტარება და როდის შეიძლება პირბადის ტარების გამო დაჯარიმდეს ადამიანი.

„ჯარიმას, პირველ რიგში პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ჯარიმის დაწესებისას უნდა განიმარტოს, როგორ აპირებს ხელისუფლება ამის აღსრულებას.

ამასთნ, თუ ეპიდემიოლოგები გვეტყვიან, რომ ეს აუცილებელია, ჩვენ მათ რჩევებს უნდა დავემორჩილოთ, რადგან ამ შემთხვევაში, ამ პროცესს ისინი განაგებენ. სახელმწიფომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ ექიმების რეკომენდაცია შესრულდეს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

პირბადე 2020-06-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags პირბადე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Uv-a Physics and Outfits For Children

შემდეგი სტატია

Just how Do You Gain Using This Powerful Understanding?

მსგავსი სტატიები

პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება ხდება დაგეგმილი საერთო მესიჯებით ეკა ბესელიას წინააღმეგ

პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება ხდება დაგეგმილი საერთო მესიჯებით ეკა ბესელიას წინააღმეგ

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019
საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს მიერ რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს მიერ რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება

ირაკლი შალიკაშვილი 17 ივლ 2019
დამოკიდებულება, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას, ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი

დამოკიდებულება, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას, ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი

ირაკლი შალიკაშვილი 18 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

    “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

  • ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

    ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

  • ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

    ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

  • მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

    მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

  • გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

    გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

  • მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

    მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

  • Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge