NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შენება არც ერთი წამით არ უნდა შეჩერდეს

შენება არც ერთი წამით არ უნდა შეჩერდეს

28 მაი 2020 პოლიტიკა 777 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით ქვეყნის წარამტებები საერთოდ დაკარგავს ყველანაირ ფასს და აზრს თუ ეკონომიკა არ გაიხსნა.

“ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ ვასრულებთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს და როგორ ვუფრთხილდებით ერთმანეთს. მაგრამ მასთან ერად ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ ფასს და აზრს, თუ ეკონომიკა ეტაპობრივად ნელ-ნელა არ გავხსენით. ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ყველანაირი გამარჯვება ვირუსთან ბრძოლაში გლობალურად იქნება უაზრო და უშედეგო, თუ ჩვენ ჯანდაცვის სფეროში წარმატებებთან პარალელურად არ აღვადგინეთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილები. პირველი ანტიკრიზისული გეგმა არის მიმართული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად. მეორე არის მიმართული სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს იყო ზრუნვა ფერმერზე, გლეხსა და სოფელზე, მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მშენებლობა კრიზისამდე და პანდემიამდე შეადგენდა ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს.

“ეს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად 120 ათასი ადამიანია დასაქმებული პირდაპირ, ირიბადაც ამდენივეა დასაქმებული კიდევ. მასზეა დამოკიდებული სამშენებლო მასალები, ავეჯი, სარემონტო სამუშაოები, ტექნიკებით ვაჭრობა და აღჭურვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. 2008 წელს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ ასე მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ და ეს იყო ათასობით ადამიანი. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელდეს და ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით. არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები მიუხედავად პანდემიისა არ გაჩერეულა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებთან, რომლებმაც გამოიღეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ ის, რაც ეკუთვნით,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

2020-05-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე – მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ქუჩები ცარიელი იყო

შემდეგი სტატია

სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ

მსგავსი სტატიები

გიგა ბოკერია: ლავროვი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო არის

გიგა ბოკერია: ლავროვი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ის კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაშიც ახლა საქართველო არის

ნინო ჩხეიძე 18 იან 2023
ცესკოს განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ცესკოს განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ირაკლი შალიკაშვილი 29 სექ 2020
„საქართველოში მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს, დაიწეროს ქულები“

„საქართველოში მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს, დაიწეროს ქულები“

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge